დაცვის მხარის მოსაზრებით, საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით ვერ დადასტურდა, რომ გიორგი ტერიშვილი ასრულებდა რომელიმე ორგანიზატორის ან ხელმძღვანელის მითითებებს.
„კიდევ ერთხელ, თუ ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი დაუდგენელია მაშინ მითითებების შესრულების ფაქტის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ თუ დაშვებას გავაკეთებთ, ისიც იმიტომ რომ ბრალის შესახებ დადგენილებაში მითითებული არიან ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი და ზვიად ცეცხლაძე, მაშინ ბრალდების მხარემ უნდა დაადასტუროს, რომ გიორგი ტერიშვილი ზემოთჩამოთვლილი პირების მითითებებს ასრულებდა", - ამბობს ჩომახაშვილი.
ის ისევ უბრუნდება არსენ ხუნაშვილის ჩვენებას და ამბობს, რომ ხუნაშვილის თქმით, გიორგი ტერიშვილი შესაძლოა ვიღაცის მითითებებს ასრულებდა, რაც უკვე გონივრული ეჭვის საფუძველს აჩენს, ვინაიდან ნებისმიერი „შესაძლოა“ არის მხოლოდ ვარაუდი რომელიც დადასტურებულ ფაქტად ვერ მიიჩნევა.
„ასევე, ბრალდებამ ვერ დაადასტურა, მითითებების მიღების წყარო, ფორმა ან შინაარსი. მოწმემ განმარტა, რომ შესაძლოა გავლენა მოეხდინა ზემოთ ჩამოთვლილი პირების საჯარო მოწოდებებს, თუმცა, სოციალური ქსელიც კი არ არის დათვალიერებული, საერთოდ წვდომა ჰქონდა თუ არა საჯარო ინფორმაციაზე გიორგი ტერიშვილს", - ამბობს ადვოკატი.
შემდეგი კომპონენტი, რომელსაც ადვოკატი განიხილავს კონტაქტია, რომელიც ჩომახაშვილისვე თქმით, დადგენილი არ არის.
მისივე თქმით, შესაძლოა არ არსებობდეს ნაცნობობა, მაგრამ არსებობდეს გარკვეული სპონტანური კონტაქტი, კონკრეტულ ადგილას. ამიტომ დაცვის მხარე ვალდებულია როგორც ნაცნობობის ასევე, კონტაქტის არ არსებობაც გამოკვეთოს.
ჩომახაშვილი აგრძელებს გამომძიებელ არსენ ხუნაშვილის ჩვენების მოხმობას, რომლის თანახმადაც, გიორგი ტერიშვილი აქციაზე მობილური ტელეფონით სარგებლობდა თუ არა არ იცის, შესაბამისად არ იცის იღებდა თუ არა მოწოდებებს ან მითითებებს და ასრულებდა თუ არა მას.
„ასევე, მოწმემ დაადასტურა, რომ კონტაქტის დადგენის ერთადერთი საშუალება არის საინფორმაციო ტექნიკური ექსპერტიზა, ასევე თქვა რომ დრო დარჩენილია და შესაძლოა ხვალაც ყოფილიყო დასკვნა. აღნიშნული განმარტება მან გააკეთა 13:38:04 წუთზე. მანვე, 13:40:48 წუთზე, ადვოკატის მიერ დასმულ კითხვაზე, გიორგი ტერიშვილი იცნობს თუ არა ამ საქმეზე წარმოდგენილ რომელიმე პირს და ჰქონდა თუ არა კონტაქტი, განმარტა, რომ ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. 13:30:03 წუთზე მოწმე არსენ ხუნაშვილმა განმარტა, რომ ამ საქმეზე დადგენილი არ არის ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი, თუმცა, შესაძლოა ტერიშვილი იცნობდეს მას", - ამბობს ჩომახაშვილი და აჯამებს:
„დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ნამდვილად სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ არის დადასტურებული კონტაქტი, გიორგი ტერიშვილისა და სხვა პირების მიმართ, შესაბამისად კონტაქტისა და ნაცნობობის არ არსებობა აჩენს გონივრულ ეჭვს, რომელიც უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ".
ახლა ირაკლი ჩომახაშვილი დეტალურად განიხილავს თითოეულ ამ კომპონენტს. პირველი ნაცნობობაა.
ის ამბობს:
„სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ არის არცეთი მტკიცებულება, რომ გიორგი ტერიშვილის იცნობს ბრალში მითითებულ პირებს, ზვიად ცეცხლაძეს. ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმე არსენ ხუნაშვილმა დაცვის მხარის შეკითხვებზე განმარტა, რომ იგი საქმიდან გამომდინარე იცნობს გიორგი ტერიშვილს, გამოძიების აღრიცხვის ბარათი არის მისი შედგენილი და კვალიფიკაციაც არის მისივე მინიჭებული.
ასევე მოწმის გადმოცემით, გიორგი ტერიშვილმა ნამდვილად გადასცა ბრალდების მხარეს მობილური ტელეფონი და მასში შეღწევის კოდი. მიუხედავად, ამისა მოწმემ განმარტა, რომ მას არ დაუთვალიერებია გიორგი ტერიშვილის მობილური ტელეფონი. ასევე მოწმის ჩვენების თანახმად, მას არ გამოუთხოვია მობილური ტელეფონის ანძების ამონაწერი, მიუხედავად იმისა რომ მან იცოდა გიორგი ტერიშვილის მობილურის ნომერი და მობილურში შეღწევის კოდი. მან განმარტა, რომ ვინაიდან მას არ გამოუთხოვია აღნიშნული ინფორმაცია მან არ იცის გიორგი ტერიშვილს ჰქონდა თუ არა კონტაქტი, საქმეში წარმოდგენილ ორგანიზატორებთან ან სხვა პირებთან. მოწმემ განმარტა, რომ მან არ იცის გიორგი ტერიშვილს აქვს თუ არა ზარი განხორციელებული მონაწილე პირებთან".
მაშასადამე, არსენ ხუნაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ გიორგი ტერიშვილი არ იცნობს ბრალში მითითებულ არცერთ პირს, არც ე.წ. ორგანიზატორს ან ხელმძღვანელს და არც იმ პირებს, რომლებიც მის მსგავდას ბრალდებულნი არიან ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილოებისათვის. ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა ნაცნობობის კომპონენტი ვინაიდან მან არ ჩაატარა: მობილური ტელეფონის დათვალიერება, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის 13 დეკემბერს დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ, რითაც გამომძიებელს მიეცა უფლება გამოეთხვა ინფორმაცია გიორგი ტერიშვილის მობილური ტელეფონიდან.
თუმცა, დათვალიერების ნაცვლად, 14.12.2024 წელს დაინიშნა საინფორმაციო–ტექნოლოგიური ექსპერტიზა, გიორგი ტერიშვილის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ტელეფონზე, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია".
ადვოკატმა კომპონენტები ჩამოთვალა:
1. ნაცნობობა
2. ერთმანეთთან კავშირი
3. განხორციელებული ქმედების ორგანიზებული ხასიათი
4. ქმედებების ვინმეს მითითებით შესრულების ფაქტი
და თქვა, რომ „დაცვის მხარე ვალდებულია თითოეულზე ისაუბროს დეტალურად, ვინაიდან გიორგი ტერიშვილის სისხლის სამართლის საქმეში არ დასტურდება არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი".
ფორუმი