Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი თვლის, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე დარტყმები სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის „ნების ნაკლებობას“ აჩვენებს


ფოტო არქივიდან. ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ემანუელ მაკრონი
ფოტო არქივიდან. ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ემანუელ მაკრონი

საფრანგეთმა 21 აგვისტოს დაგმო უკრაინაზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმები, როგორც მოსკოვის „ნების ნაკლებობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში სერიოზულად ჩართვისთვის“. მან წინა ღამით განხორციელებული იერიში „ბოლო თვის ყველაზე მასშტაბურ თავდასხმად“ შეაფასა.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, ის აგრძელებს უკრაინის
ტერიტორიაზე სასიკვდილო თავდასხმებს, საცხოვრებელი უბნებისთვის 574 დრონის და 40 რაკეტის დაშენით“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ეს დარტყმები „კიდევ ერთხელ აჩვენებს ხოცვის დასრულების და რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებისა და გაძლიერების აუცილებლობას“, - დასძინა უწყებამ და კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა „პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივისადმი სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG