მოსამართლე დარბაზშია. დარბაზშია ზვიად რატიანიც.
#3 დარბაზი სავსეა.
დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ზვიად რატიანის დაპატიმრება აღკვეთის ღონისძიების სადამსჯელო ფორმით გამოყენების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია, ვინაიდან გირაოს გამოყენება სრულად უზრუნველყოფდა ბრალდებულის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პრევენციას.
ზვიად რატიანი 23 ივნისს თბილისში, პარლამენტთან, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. იმავე დღეს გავრცელდა ვიდეოკადრებიც. ერთ-ერთი პოლიციელის თქმით, ზვიადი “სამართალდამცავთან მივიდა და მას ხელი დაარტყა”.
პროკურატურა აცხადებს, რომ ზვიად რატიანმა "ხელი გაარტყა დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო საპატრულო სამმართველოს უფროსს, თეიმურაზ მეშველაშვილს".ზვიად რატიანს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორუმი