Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად რატიანის საქმე - ლაივბლოგი (27/08/2025)

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი სისხლის სამართლის საქმეზე.

10:45 27.8.2025

დღევანდელ სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყება და შესავალ სიტყვებს იტყვიან ბრალდება და დაცვის მხარე.

ზვიად რატიანს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

12:23 27.8.2025

ზვიად რატიანი 23 ივნისს თბილისში, პარლამენტთან, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. იმავე დღეს გავრცელდა ვიდეოკადრებიც. ერთ-ერთი პოლიციელის თქმით, ზვიადი “სამართალდამცავთან მივიდა და მას ხელი დაარტყა”.

პროკურატურა აცხადებს, რომ ზვიად რატიანმა "ხელი გაარტყა დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო საპატრულო სამმართველოს უფროსს, თეიმურაზ მეშველაშვილს".ზვიად რატიანს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

12:24 27.8.2025

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ზვიად რატიანის დაპატიმრება აღკვეთის ღონისძიების სადამსჯელო ფორმით გამოყენების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია, ვინაიდან გირაოს გამოყენება სრულად უზრუნველყოფდა ბრალდებულის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პრევენციას.

12:25 27.8.2025

#3 დარბაზი სავსეა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG