12.36 - მოსამართლემ შემდეგი სხდომა 9 სექტემბერს, 12 საათზე დანიშნა. დღევანდელი სხდომა კი ამით დაასრულა.
2.33 - ზვიადი ეკითხება მოსამართლეს, ის იქნება თუ არა ამის შემდეგ მოსამართლე ამ საქმეზე. გიორგი გელაშვილი ამბობს, რომ ამ შემადგენლობით გაგრძელდება სასამართლო განხილვა. მოსამართლე ზვიად რატიანს ეუბნება, პატივისცემით მოექცეს სასამართლოს.
12.31 - ისევე როგორც წინა სხდომებზე, ზვიად რატიანი ახლაც ფეხზე დგას.
12.28 - ადვოკატი აღნიშნავს, რომ სილა - ვერ ჩაითვლება თავდასხმად და ცემად. მაშ, რატომ ეს მუხლი? ეს უკავშირდება მის მიერ აქტიურ მონაწილეობას პროტესტში და ამას უნდა ჰქონდეს სადამსჯელო ან დამაშინებელი ეფექტი.
ფორუმი