12.25 - მარიამ პატარიძე: "მართლაც "ცუდი დროა პოეზიისთვის, რადგან უკვე მესამედ შევიკრიბეთ ამ დარბაზში არაერთი ჯილდოს მფლობელი ზვიად რატიანის საქმეზე. ადგილი, სადაც ზვიად რატიანი მშვიდად და მონოტონურად იდგა თვეების განმავლობაში, ეს იყო რუსთაველის გამზირი. გთხოვთ, ერთიან კონტექსტში შეაფასოთ ეს საქმე. მახსენდება 29 ნოემბერი, როცა ზვიადის პროტესტზე სახელმწიფოს პასუხი იყო ცალსახა - მე ეს კადრები ტელევიზიით ვნახე - შავნიღბიანმა ე.წ. სამართალდამცველებმა როგორ შეითრიეს ზვიადი თავის სიღრმეში და ცემით გაატარეს მთელი ქუჩა და ეს არ იყოს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის პირველი შემთხვევა. ზვიად რატიანს ქუჩაშიც დაესხნენ თავს შავფორმიანი "ტიტუშკები" და არც ეს ყოფილა პირველი შემთხვევა. ზვიად რატიანი სამართალდამცველების სამიზნე ჯერ კიდევ 2017 წელს გახდა, როცა მისი გარეგნობა და ტანსაცმელი გახდა მისი ფიზიკური შეურაცხყოფის სამიზნე და ამის მერე მას ქვეყნის დატოვებაც მოუწია, მერე ის დაბრუნდა სამშობლოში. დღეს კი კი შეკრებილები ვართ სისხლის სამართლის საქმეზე, რაც აბსოლუტურად შეუსაბამოა.
12.22 - გიორგი გოგალაძე განმარტავს ბრალდების არსს და ჩამოთვლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ამბობს, რომ ზვიად რატიანი 23 ივნისს "თავს დაესხა პოლიციელს".
სანამ მოსამართლე პროცედურულ საკითხებს განმარტავს, ზვიად რატიანი დგას სახით დარბაზისკენ და ახლობლებს ესალმება.
"ბრალს არ ვაღიარებ" - ამბობს ზვიად რატიანი.
ფორუმი