Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად რატიანის საქმე - ლაივბლოგი (27/08/2025)

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი სისხლის სამართლის საქმეზე.

12:32 27.8.2025

12.25 - მარიამ პატარიძე: "მართლაც "ცუდი დროა პოეზიისთვის, რადგან უკვე მესამედ შევიკრიბეთ ამ დარბაზში არაერთი ჯილდოს მფლობელი ზვიად რატიანის საქმეზე. ადგილი, სადაც ზვიად რატიანი მშვიდად და მონოტონურად იდგა თვეების განმავლობაში, ეს იყო რუსთაველის გამზირი. გთხოვთ, ერთიან კონტექსტში შეაფასოთ ეს საქმე. მახსენდება 29 ნოემბერი, როცა ზვიადის პროტესტზე სახელმწიფოს პასუხი იყო ცალსახა - მე ეს კადრები ტელევიზიით ვნახე - შავნიღბიანმა ე.წ. სამართალდამცველებმა როგორ შეითრიეს ზვიადი თავის სიღრმეში და ცემით გაატარეს მთელი ქუჩა და ეს არ იყოს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის პირველი შემთხვევა. ზვიად რატიანს ქუჩაშიც დაესხნენ თავს შავფორმიანი "ტიტუშკები" და არც ეს ყოფილა პირველი შემთხვევა. ზვიად რატიანი სამართალდამცველების სამიზნე ჯერ კიდევ 2017 წელს გახდა, როცა მისი გარეგნობა და ტანსაცმელი გახდა მისი ფიზიკური შეურაცხყოფის სამიზნე და ამის მერე მას ქვეყნის დატოვებაც მოუწია, მერე ის დაბრუნდა სამშობლოში. დღეს კი კი შეკრებილები ვართ სისხლის სამართლის საქმეზე, რაც აბსოლუტურად შეუსაბამოა.

12:32 27.8.2025

12.28 - ადვოკატი აღნიშნავს, რომ სილა - ვერ ჩაითვლება თავდასხმად და ცემად. მაშ, რატომ ეს მუხლი? ეს უკავშირდება მის მიერ აქტიურ მონაწილეობას პროტესტში და ამას უნდა ჰქონდეს სადამსჯელო ან დამაშინებელი ეფექტი.

12:33 27.8.2025

12.31 - ისევე როგორც წინა სხდომებზე, ზვიად რატიანი ახლაც ფეხზე დგას.

12:37 27.8.2025

2.33 - ზვიადი ეკითხება მოსამართლეს, ის იქნება თუ არა ამის შემდეგ მოსამართლე ამ საქმეზე. გიორგი გელაშვილი ამბობს, რომ ამ შემადგენლობით გაგრძელდება სასამართლო განხილვა. მოსამართლე ზვიად რატიანს ეუბნება, პატივისცემით მოექცეს სასამართლოს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG