Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (27/08/2025)

16:11 27.8.2025

ისნაფ ალიევის საბოლოო სიტყვა

„არასდროს შევხვედრივარ ამ ადამიანებს, თავისუფლების მოედანზე ჩემით მივედი, ვინმეს კარნახით არა, თუ დანაშაული მაქვს ჩადენილი მზად ვარ, ვაღიარო... თუმცა წინაზეც დავათვალიერეთ და დავინახეთ პროკურატურის მტკიცებულებები... ვითომ ზვიადი ლაპარაკობდა ტელევიზორში, მე თარჯიმანს მივმართე, მითხარი რას ლაპარაკობს და რა მოვიმოქმედო, მხოლოდ ამ მტკიცებულების საფუძველზე, ასეთ ბრალდებას მიყენებენ...

ორი პატარა არასრულწლოვანი ბავშვი მყავს და მჯერა სამართლიან განაჩენს მივიღებ".

16:09 27.8.2025

თორნიკე გოშაძის საბოლოო სიტყვა

თორნიკე გოშაძე გამოხატავს მადლიერებას - „მადლობას გიხდით, ვინც დგახართ სინათლის სამართლიანობის მხარეს".

რატომ იდგა აქციაზე?

თორნიკე გოშაძე იხსენებს რუსთაველის გამზირზე გადაღებულ კადრს, როგორ ურტყამენ პოლიციელები წიხლებს სახეში აქციის მონაწილე ზვიად მაისაშვილს. მისი განცხადებით, ამ კადრების შემდეგ გავიდა აქციაზე.

„თქვენც ხვდებით ბატონო მოსამართლე, რომ ის ბიჭი უგონო მდგომარეობამდე უჰაერობას არ მიუყვანია, ვიდექი აქციაზე, რათა უდანაშაულო ადამიანების ცემა გამეპროტესტებინა... ვიდექი იმისთვის, რომ მეთქვა, რომ რუსეთი არის მტერი..."

მისივე განცხადებით, არ ყოფილა ჩართული ორგანიზებულ დანაშაულში.

„ამ ბიჭებს არათუ არ ვიცნობდი, ამ პატარა ქვეყანაში მეგობრობის კუთხით და ნათესაობით ნაცნობიც კი ვერ გამოვნახე".

ის იხსენებს პოლიციელებსა და მას შორის გამართულ დიალოგს. მან იკითხა, რატომ შემოვიდნენ თვითნებურად მის ეზოში და რატომ არ იღებდნენ ჩხრეკას ვიდეოზე. პასუხად მიიღო, რომ არავის აფრთხილებენ წინასწარ, როცა აკავებენ და კამერაზე უთხრა, რომ არ ცათვალა საჭიროდ. გოშაძე ამბობს, რომ არც ადვოკატთან დარეკვის უფლება მისცეს და არც უფლებები გააცნეს.

„ერთ-ერთმა პოლიციის თანმაშრომელმა მითხრა, რომ რაიმე ნივთი მქონდა კანოსაწინააღმდეგო საკუთარი ხელით გადამეცა და ტყუილად ნუ გავაწვალებდი, ამაზე გავეცი პასუხი, რომ ეზო და სახლი რომ გადაეტრიალებინათ ასეთ ნივთს ვერ იპოვიდნენ... მათი პასუიხ იყო - ბევრს ნუ ვტლიკინებდი, მაგიდაზე ჩემს წინ დააწყობდნენ ნივთიერებას, რომელზეც ვერ დაამტკიცებდა, რომ მისი არ იყო. გააკეთეს კიდეც ეს..."

„დროშას მინდა შევეხო, რომელიც არაფერთან ასოცირდება გარდა სოლიდარობისა და სამშობლოს სიყვარულისა.. მაშინ აქციებთანაც ასოცირდებოდა, წამოღებული მქონდა ცრემლსადენი კაფსულა აქციიდან... როცა კაფსულა ვაჩვენე, მითხრეს არ გვაინტერესბო, გამიკვირდა, რადგან აქციაზე დამადასტურებელ მტკიცებულებას ეძებდნენ.. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ მცნოდ დამნაშავედ, რომელიც არ ჩამიდენია, მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვამბობ უდანაშაულო ვარ".

„მე მყავს მეგობრები და ახლობლები, რომლებსაც ბევრჯერ აქვთ მოყოლილი, როგორ მეცადინეობდნენ სანთლის შუქზე... მე არ ვიცი როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი პროფესიით მწვერვალი, მაგრამ მჯერა, რომ მანტია და სკამი ციდან არ ჩამოვარდნილა..... არ ვცდილობ თქვენს გულის მოგებას ან ზეგავნელის მოხდენას, არ მინდა ჩემი სიმართლე დაიკარგოს და ტქვემი სამართლიანობა და ობიექტურობა ეჭვის ქვეშ დადგეს.. ის დრო, რაც სამართლის შესწავლისთვის გაქვთ დათმობილი, თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილების და ოცნების დარღვევა და საპყრობილეში გამომწყვდევა

დღეს თქვენ ხართ დაზარალებულიც, ბრალდებაც, დაცვაც, მოწმეც, ყველა მხარე... არასოდეს დამავიწყდება არც თქვენი სახელი და არც თქვენი სახე და მიზეზი იმისა, რატომ ეს თქვენს სამართლიანობაზე იქნება დამოკიდებული".

16:00 27.8.2025

გიორგი გორგაძის საბოლოო სიტყვა

„არაფერია სანერვიულო, ოთხი წელი გაივლის და ყველაფრი კარად იქნება და მეც და ჩემი ოჯახის ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრებთ როგორშიც გვინდა"

გიორგი გორგაძე მადლობას უხდის მშობლებს, მეგობრებს, მხარდამჭერებს, ნათესავებს

„ჩემთვის ბრალდება გაუგებარი იყო და ეს ბიჭები სასამართლოს ე.წ. ფუქსებში გავიცანი. არც ვიცოდი, რომ მათთან ერთად საერთო საქმე მედავებოდნენ, სასაცილო იყო... ალბათ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება... ამ ქვეყანაშ სამართალი დაკარგულია".

გორგაძე ამბობს, რომ დაკავება მისივე ნებით მოხდა. ის დაიბარეს პოლიციაში და უთხრეს, რომ სახლში მოდიო. ის წავიდა სახლში

„საკმაოდ მხნედ შევხვდი ამ ყველაფერს.. არ შემშინებია არაფრის, არც ციხის კედლები შემაშნებს და არაფერი ცხოვრებაში, როცა ჩემს ქვეყანას ეხება... ტელევიზიაში ხშირად მესმის ფრაზები: რადიკალები... ბევრი ადამიანი შემიძლია მოვიყვანო და ჩემი პიროვნება დაახასიათოს, ქალბატონო თამარ, ალბათ თქვენც მოგიწევთ ჩემი დახასიათება, არ ვიცი როგორ მუშაობს ეს სტრუქტურა,,. იმედია ამას გაითვალისწინებთ, რომ მე არ ვარ ეგეტი ადამიანი, მოძალადე რადიკალი, ვიღაც მომეკლა.. არ ჯდება ჩემში, შეიძლება ჭიანჭველას არ დავადგა ფეხი".

„დაკავების წუთიდან დუმილის უფლებას ვიყენებ და ახლა ვარღვევ დუმილის უფლებას, უდანაშაულოდ ვგრძნობ თავს და იმედი მაქვს თქვენ ქალბატონ თამარ, რომ სამართლიან გადაწყვეიკლებას მიირებთ და იმედია ეს საქმე ისტორიას დარჩება დიდი ზეწოლის მიუხედავად სამართლიანი გადაწყვეტილება, როგორც მიიღო ქალბატონმა თამარ მჭედლიშვილმა"

ის მადლობას უხდის მამას, რომ შეაყვარა ტრიბუნა და საქართველოს ნაკრებს წარმატებებს უსურვებს.

„სამართლიანი განაჩენის შემთხვევაში 2026 წელს ამერიკაში შევხვდებით და ვიზეიმებთ გამარჯვებას"

დაასრულა გორგაძემ სიტყვა.

15:55 27.8.2025

ვეფხია კასრაძის საბოლოო სიტყვა

ვეფხია კასრაძე ამბობს, რომ ზვიად ცეცხლაძის სიტყვამ ააღელვა, ბოდიშს იხდის და იწყებს საუბარს მოსამართლისადმი პატივისცემის გამოხატვით:

„...ის ჩანაწერი, რითაც მედავება ბრალდების მხარე, სიყალბეა, ბუნდოვანია, რა დროსაა ჩაწერილი, ვინ ჩაწერა, ვინ გადაიღო, არ არის აბსოლუტურად ავთენტური და ეს ძალიან დიდ ეჭვს იწვევს, არა მარტო ჩემში, არამედ ყველაში, ვინც ეს ნახა, ურთიერთგამომრიცხავია, როცა ბრალდება ამბობს, რომ მე რაღაცას ვაორგანიზებდი, რადგან მე სრულიად საწინააღმდეგო შეხედულება მქონდა ამ პროცესების მიმართ... მე ზუსტად ვიცი, რა გავიარეთ ჩვენ 90-იან წლებში, ძალიან დიდი შიში მქონდა, ეს დაპირისპირებაში არ გადასულიყო და ჩემს თავს ვალდებულად მივიჩნევდი, როგორც ომის ვეტერანი, რომ საზოგადოებასა და სპეცრაზმს შორის არ მომხდარიყო დაპირისპირება, რადგან იქით მხარეს შეიძლება იდგნენ ისინი, ვისთან ერთადაც ბრძოლაში ვიყავი, მეორე მხარეს კი იდგა ბრილიანტის თაობა.

ბევრჯერ მომიწოდებია ადგილზე მშვიდობისთვის, მე მოვუწოდებდი ორივე მხარეს, რომ დაწყნარებულიყო, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემს მოწოდებაზე სიტუაცია დამშვიდდა, მე პოლიციელებს ვკიტხე, შეეცადეთ, რომ ეს ხალხი დამეგვშიდებინათ? პარტიაშიც კი დავაყენეთ საკითხი, იქნებ ჩვენ შუაშიც ჩავდგეთ, რანაირად შევძლებდით პროცესის გაკონტროლებას? ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის საკუთარ თავზე აღება"

„ეს იყო მშვიდობიანი მანიფესტაცია კონსტიტუციის ფარგლებში... დიდი პასუხისმგებლობა იყო ამის დაცვა, როგორც პარტიის წევრს სხვა პასუხისმებლობები მქონდა, ეს ბრალდება არის ყალბი, არ შეესაბამება სიმართლეს... არა მხოლოდ უდანაშაულოდ ვგრძნობ თავს, არამედ ერთადერთი კითხვა მაქვს - რისთვის, ცხრა თვე ციხეში რისთვის? - ჩემთვის ეს გაუგებარია.. ფალსიფიკაცია და მონტაჟია, გამომძიებელმაც დაადასტურა, უდანაშაულოდ და შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, დღეს არ დამიწყია საქართველოსთვის ბრძოლა, მოვდივარ ბრძოლით, მინდოდა ცვლილებები ქვეყანაში, ზუსტად იმისთის ვიბრძოდი, რომ რა პროკურატურა და სასამართლოც გვაქვს... მე მინდა ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ არავინ მიგითითოთ რა გადაწყვეტილება მიიღოთ და თქვენს ღირსებას არ შეეხოთ

ვერავინ მიუთითოს პროკურორებს.. ესეთი საქართველო მინდა, ასეთი საქართველოსთვის იბრძვიან ეს ბიჭები, ჩემი სიამაყეები არიან.

არ დაგდენილა ჩვენი კონტაქტი. რანაირად უნდა დააორგანიზო, თუ კონტაქტს ვერ ამყარებ? ეს არის პოლიტიკური დევნა და არა მხოლოდ ჩემზე, ჩვენი პარტიის პოლიტიკური ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საპატიმროში არიან, მარტო ჩვენი არა სხვა პოლიტიკური ლიდერებიც...

რატომ ვარ საერთოდ ამ ბრძოლაში და რისთვის ვიბრძვი? - ეს არის ვალდებულება საკუთარი სამშობლოს წინაშე, ეს არის ვალდებულება იმ ჩემი დაღუპული მეგობრების წინაშე, ეს არის ვალდებულება წინაპრების წინაშე, რომლებმაც უდიდესი თავდადების ფასად მოგვიყვაანა ჩვენ აქამდე, ვალდებულება ილიას, მერაბის და ზვიადის წინაშე.. ბევრჯერ მიფიქრია, რომ დავიღალე, 20 წელი ომში მომიაია, მაგრამ არ მაძლევს რაღაც ძალა ამის უფლებას

სამშობლოს სიყვარული ჭაობია, რაც უფრო ღრმად შედიხარ უფრო მეტად ეფლობი შიგნით, გშთანთქავს, მაგრამ ერთი საუკეთესო თვისება აქვს - გიფასებს და მარადისობაში გამყოფებს... ვიბრძოლებ იქამდე სანამ ეს ქვეყანა არ გახდება სრულიად დამოუკიდებელი, დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი პროკურატურა და არ გახდება ევროკავშირის წევრი, მე არ მინდა ჩემს შვილებს დავუტოვო საბრძოლი

დღეს ეს ბიჭები თქვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან, იმისთვის სწირავენ თავს, რომ თითოეული თქვენგანის გასაკეთებელს აკეთებენ".

„დიდი სამშენებლო კომპანია მივატოვე და დავბრუნდი საოკუპაციო ზოლთან, რომ იქ სოფელი არ დაცლილიყო..როგორც სასამართლოს უდგებით ფეხზე, ისე უნდა წამოუდგეთ ამ ადამიანებს ფეხზე, თუ გვინდა ნორმალური სახელმწიფო შევქმნათ".

„დიდი გულისტკივილი მაქვს, ბევრი შეშინდა რეპრესიებით და ბევრმა დამივიწყდა... დიდი გულისტკივილი მაქვს... ჩემი ცხინვალელები უნდა იყვნენ და იბრძოდნენ"

„ვეტერანების და ქართველი ჯარისკაცების პატივისცემა უნდა ვისწავლოთ, ამ ადამიანებზე დგას ჩვენი საქართველო და არ შეიძლება მოვექცეთ ისე, როგორც მე მომექცა სახელმწიფო.... ერთადერთი დანაშაული მაქვს ჩადენილი და კარგია რომ ციხეში ვარ... 2012 წელს ამ ხელისუფლებას ხელი შევუწყე და ხელისუფლებაში მოვიყვანე, ეს იყო ყველაზე დიდი დანაშაული, მაგრამ ცვლილებები მინდოდა, ბატონო მოსამართლე....

ბევრ მხარდამჭერს დაკარგავენ... მე ამ ბრძოლას არ შევწყვეტ,,სიკვდილისთვის ვარ მზად, მე არ მინდა სიცოცხლე, თუ ჩვენი პარლამენტის თავზე რუსული დროშა იფრიალებს, ვერავინ მოახერხებს, რომ საქართველოს შეუცვალოს კურსი"

[მოსამართლე: არ მინდა, რომ შეგაწყვეტინოთ, საქმეს დაუბრუნდით]

აგრძელებს ვეფხია კასრაძე, ისევ აწყვეტინებს და ეუბნება: არ ხართ აქ პოლიტიკაზე სასაუბროდ, საბოლოო სიტყვა უნდა ეხებოდეს საქმეს, წინააღდეგ შემთხვევაში სასამართლოს უფლება აქვს რომ....

ვეფხია კასრაძე; მესმის მაგრამ ჩემი საქმე არის პოლიტიზირებული, მე პოლიტპატიმარი ვარ, ჩემი საქმე შეკერილია ერთი მიზეზით, რომ ვიდექი პარტია ლელოს გვერდში და ვიბრძოდი საქართველოს მომავლისთვის, რომ არ ვეგუებოდი არც ერთ უკანონო ქმედებას, რაც ქვეყანას დამართეს.. დღეს ჩვენი ქვეყნის ყოფნა არყოფნა დგას

მოსამართლე: საქმეს შეეხეთ მხოლოდ

კასრაძე: ამას ეხება საქმე....დედა მიყვებოდა ხოლმე, როგორც არ უნდა გამეკოჭე, მარჯვენა ხელს იძრობდი,ნაჭერი ხელში გეჭირა და დროშასავით აქნევდიო, ალბათ თავისუფლებისთვის ბრძოლის სურვილი იქიდანვე ჩამებეჭდა და მოვედი აქამდე, არ ვნანობ, მე ვარ უკანონო პატიმარი"


ან მოვიპოვებ თავისუფლებას ან ამ ბრძოლას შევეწირები"

დაასრულა სიტყვა ვეფხია კასრაძემ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG