Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (27/08/2025)

13:30 27.8.2025

ისევ მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით ადვოკატი აცხადებს, რომ „მისი ნასროლი არ მოხვედრია შენობას არც პოლიციელებს, ანუ არც შენობა-ნაგებობა დაზიანებულა და არც პოლიციელი".

კიდევ ერთ დაცვის მოწმის ჩვენებას მოიხმობს, რომელიც ნინო ლაცაბიძის იდენტურ ინფორმაციას აწვდის სასამართლოს: „არავის მოხვედრია, საფრთხე არავისთვის შეუქმნია"

13:29 27.8.2025

ადვოკატმა დაცვის მოწმეთა ჩვენებების ანალიზი დაიწყო. ის აპერიფრაზებს დაცვის მოწმის, ნინო ლაცაბიძის ჩვენებას, რომელმაც თქვა, რომ „ნიკოლოზ ჯავახიშვილი არ ისროდა ფეიერვერკს სამართალდამცველების მიმართულებით" და „გასროლა იყო ზემოთ, ჰაერში, სადაც სამართალდამცველები არ იყვნენ, როგორც გდდ-ს თანამშრომელმა მას დაკითხვისას დაუდასტურა, რომ პოლიციელები ცაში არ იყვნენ".

13:27 27.8.2025

ადვოკატი კითხულობს, ბრალის დადგენილების შინაარს ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინააღმდეგ. „არბევდნენ აზიანებდნენ და ანადგურებდნენ სხვის ქონებას, იგი აქტიურად მონაწილეობდა ძალადობრივ მოქმედებაში".

ადვოკატის თქმით, პირველი კომპონენტი „აქტიური მოქმედებაა“, რაც ბრალდებამ მტკიცებულებით უნდა დაადასტუროს.

'„პიროტექნიკით ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით", - ადვოკატი მიმართავს ბრალდებულს, იმას კი არ გედავებიან, რომ პიროტექნიკა ისროლე, არამედ იმას, რომ სამართალდამცველების მიმართულებით ისროდი და ეს უნდა დაადასტუროს ბრალდებამო.

„სხვა ძალადობრივი მოქმედება", - ისევ წინადადება ბრალიდან და ადვოკატი აცხადებს, რომ გარდა პიროტექნილის პოლიციელების მისამართით სროლისა უნდა დაგიდასტურონ, რომ სხვა ძალადობრივ მოქმედებებს ახორციელებდი და ამის გარდა უნდა დაასაბუთოს ბრალდებამ, რომ „ვინმეს საფრთხეს შეუქმენიო".

[ყველა ჯერზე ადვოკატის მიმართვის ადრესატი მისი დაცვის ქვეშ მყოფია, როგორც წესი დასკვნით სიტყვაში მიმართვის ადრესატი სასამართლოა]

13:24 27.8.2025

ადვოკატი საუბარს იწყებს ბრალდების შინაარსით და ბრალის შესახებ დადგენილებით. ავსაჯანიშვილი ამბობს: „ხელი არ გაქვს მოწერილი[მიმართავს ნიკოლოზ ჯავახიშვილს], არ დაეთანხმე არც ერთ სიტყვას".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG