Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (27/08/2025)

13:41 27.8.2025

ავსაჯანიშვილის თქმით, რომც სდომოდა ნიკოლოზ ჯავახიშვილი ვერავის მოარტყამდა, რადგან სამართალდამცველები ძალიან შორს იდგნენ, ასევე ფეიერვეკი ფეთქდებოდა ჰაერში. ამის დასადასტურებლად მას მოწმეების ჩვენებები მოჰყავს.

13:39 27.8.2025

ადვოკატი ამბობს, რომ ბრადლების მხარემ ირიბი მტკიცებულებაც ვერ წარმოადგინა, რომელიც მის ძალადობრივ მოქმედებას დაადასტურებდა, ასევე ვერ დაადასტურეს, რომ პიროტექნიკას სამართალდამცველების მიმართულებით ისვრიდა.

„გედავებიან, რომ სხვის სიცოცხლეს შეუქმენით საფრთხე და იცი ვისი ჩვენება გახადეს სადავო? ბექა მარკოზაშვილის. წავიკითხოთ რა თქვა მან", - ამბობს ადვოკატი და კითხულობს ამონარიდს ჩვენებიდან.

მარკოზაშვილის თქმით, ჯავახიშვილი ფეიერვერკს ისროდა ჰაერში და სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრხე არ შეუქმნია".

13:37 27.8.2025

ადვოკატ, გუჯა ავსაჯანიშვილს დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას წინ უდევს საქმის მასალის ტომები.

13:34 27.8.2025

დაცვის მხარის მოწმეების გარდა, გუჯა ავსაჯანიშვილი მოიხმობს პოლიციელების ჩვენებებს, რომლებმაც მისი თქმით, დაადასტურეს, რომ ფეიერვერკი ცაში ფეთქდებოდა და არა სამართალდამცველებთან.

[ადვოკატი დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულს უყურებს და არა მოსამართლეს, მოსამართლე არაფერს ამბობს, არ აჩერებს მას და უფლებას აძლევს გააკეთოს ის, რაც დასაწყისში განმარტა, რომ მისი სიტყვა ნიკოლოზ ჯავახიშვილისთვისაა, რომელიც დარწმუნებულია, რომ გაამტყუნებენ ]

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG