ადვოკატი აფასებს ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას[პირის ვინაობის დადგენა], რომელიც ბრალდების მხარემ ჩაატარა. ის ექსპერტ ვალერიან მესხის ჩვენებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„მე შევისწავლე მონაკვეთები, რომელზეც ნიკოლოზ ჯავახიშვილი ჩნდებოდა და ამ მონაკვეთებზე არ არის მონტაჟის კვალი, არ ჩავთვალე საჭიროდ სხვა მონაკვეთები შემესწავლა, რადგან ორიენტირებული ვიყავი შემესწავლა ის მონაკვეთები, სადაც ჯავახიშვილი ჩანს", - ეს არის ამონარიდი მოწმის ჩვენებიდან.
ადვოკატი ამბობს, რომ ისინი არც უარყოფენ, რომ ვიდეოზე ჯავახიშვილია, ისინი არ მოსულას სასამართლოში იმისთვის, რომ მოსამართლე მოატყუონ. ისინი არ დაობენ, რომ ვიდეოზე ჯავახიშვილია.
ამის შემდეგ ადვოკატი მიდის კომპიუტერთან. დარბაზში სინათლე გამორთეს, რომ კადრს უკეთესი ხედვა ჰქონდეს.
გუჯა ავსჯანიშვილმა ოპტიკური ილუზიის სავარჯიშოებიდან რამდენიმე აჩვენა მოსამართლეს და შემდეგ ეკრანზე ნიკოლოზ ჯავახიშვილის ვიდეოდან ფეიერვერკის სროლის ამსახველი მომენტის სპოტკადრი გამოიტანა, ვიდეოც ჩართოს.
„დამსწრეებს მინდა ვაჩვენო და იქნებ ერთმა კაცმა მიმითთითოს, სად ჩანან სამართალდამცველები... ბრალდებაში წერია, რომ ჩანან", - ამბობს ადვოკატი.
უბრუნდება ისევ ექსპერტის ჩვენებას და ამბობს: „სანამ ნიკოლოზ ჯავახიშვილი არ ჩანს არ იცის არის თუ არა მონტაჟი. ანუ ვიდეოს 58 წამამდე არ ვიცით არის თუ არა მონტაჟი".
კადრში გამოჩნდა ჯავახიშვილი, ის ამეორებს ამ კადრს და აცხადებს, რომ ბრალდებული ჰაერში სივრის.
„თუ გამოკითხვის ოქმი და დაკითხვა ერთმანეთს ეწინააღმდეგება მისი გაზიარება არის პრობლემა", - ამბობს ადვოკატი და მაგალითად მოჰყავს პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, რომელთა მიერ სასამართლოში ნათქვამი, ავსაჯანიშვილის თქმით, ეწინააღმდეგება გამოკითხვი ოქმში ასახულ ცნობებს.
ადვოკატის თქმით, დასკვნითი სიტყვის ბოლო ნაწილში ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებებს განიხილავს, რომელთაგან მისი თქმით, არც ერთია მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შუაში.
გუჯა ავსაჯანიშვილი მოსამართლეს მიმართავს. აწყვეტინებს თამარ მჭედლიშვლი და ამბობს: მადლობა, რომ მეც გაგახსედით, რომ დასკვნითი სიტყვა მეც უნდაა მომახსენოთ".
ადვოკატი: ბატონო მოსამართლე მე სულ მახსოვხართ, უბრალოდ ნიკოლოზ ჯავახიშვილს ვუხსნი, აი დასკვნითი სიტყვის ეს ნაწილი თქვენ გეძღვნებათ"
მოსამართლე: მადლობა.
ფორუმი