ადვოკატის თქმით, ამ საქმეში სახეზეა გახანგრძლივებული პატიმრობა. ის ამბობს, რომ ესმის მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის, რადგან როცა საქმე გადმოეცა მის განსახილველად ნაკლები პერიოდი ჰქონდა, თუმცა პროკურორებს მიეცათ დამატებითი დრო მტკიცებულებების მოსაპოვებლად, „ამის მიუხედავად დამატებითი დროის მიუხედავად საქმეში ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა და დღეის მდგომარეობითაც საქმეში დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტია და არა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი".
მისივე განცხადებით, ამ დრომდე ბრალდებამ ვერ შეძლო კონკრეტული მტკიცებულების მითითება, კონკრეტული ბრალის დასასაბუთებლად, არა იმიტომ, რომ კვალიფიკაცია არ აქვთ, არამედ იმიტომ, რომ საქმეში ობიექტურად არ არსებობს ამის შესაძლებლობა, რომ ბრალი დაემტკიცებინათ", - აცხადებს ცეცხლაძის ადვოკატი.
ადვოკატი ამბობს, რომ 27 ნოემბერს ზვიად ცეცხლაძეს ბაბუა გარდაეცვალა და ის იყო აჭარაში. ბრალდება კი ამტკიცებს, რომ 28-29-30 ის უწევდა ძალადობრივ ქმედებეს ორგანიზებას.
„ძალიან ალოგიკურია", - ამბობს ადვოკატი. მისი თქმით, არ აპირებს ვიდეოს შინაარში შევიდეს, რადგან მას ხმა არ აქვს და მისი შინაარსი უცნობია.
„როგორ შეიძლება 28-29-ში ჯერ არ გამოქვეყნებული ვიდეოთი აბრალებდე, რომ ორგანიზებას სწევდა?", - აცხადებს ჭიკაიძე.
მისი თქმით, ყველა დაკითხული მოწმე ზედაპირულად საუბრობს და მოვლენებს რეალურად არ გადმოსცემენ, დეტალებს ვერ აკონკრეტებენ. ამის შემდეგ ადვოკატი ზვიად ცეცხლაძის სახლის ჩხრეკაზე იწყებს საუბარს. ის ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებები საპროცესო ნორმების დარღვევით წარიმართა და ამის პირველი დამადასტურებელია, რომ ადვოკატს ჩხრეკაზე დასწრების უფლება არ მისცეს.
„რიტორიკულ კითხვას სვამს - დავუშვათ, რომ მართლა ჩაწერა, განათავსა სოციალურ ქსელში, ამ ვიდეოს ვინმე გიორგიმ უყურა 28-ში, გამოდის სახლიდან და მეზობელს უზიანებს სახლის კარს, მის ნივთებს აზიანებს. ხომ შეგვიძლია რომ ზვიად ცეცხლაძის ჯგუფის წევრად მოვიაზროთ ვინმე პირობითი გიორგი? - დიახ ლოგიკურად შეგვიძლია".
ამის შემდეგ ადვოკატი კითხულობს კანონიდან დანაშაულში თანამონაწილეობის განმარტებას. ის ამბობს, რომ ზვიად ცეცხლაძეს განზრახ დანაშაულის ჩადენას ედავებიან, ისე ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული შეუძლებელია ჩაიდინოს პირმა.
დავით ჭიკაიძე ყურადღებას ამახვილებს ბრალში მოცემულ იმ ინფორმაციაზე, სადაც დადგენილია სავარაუდო ჯგუფური ძალადობის ადგილი - საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და ასკვნის, რომ ბრალდების მხარეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები, რომ ძალადობრივი ქმედებები დაიწყო და მისი ორგანიზატორი იყო ზვიად ცეცხლაძე.
ადვოკატს აინტერესებს, რამ გამოიწვია აქციის მონაწილეების ქცევის ცვლილება, თუმცა მოწმეებიდან ვერც ერთმა ამაზე ვერ ისაუბრა. მისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს რა გახდა აქციის გამართვის საფუძველი. მისი თქმით, მოწმეებიც ამბობენ, რომ აქციაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ ირაკლი კობახიძის განცხადების პასუხად.
„ზვიად ცეცხლაძის გამო მოხდა შეკრევა? - არა, ისინი შეიკრიბნენ პრემიერის განცხადების გამო", - ამბობს ადვოკატი.
ფორუმი