Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (27/08/2025)

14:59 27.8.2025

14:58 - რეპლიკების ეტაპზე პროკურორებმა თქვეს, რომ „რეპლიკა არ აქვთ". სასამართლო საბოლოო სიტყვების ეტაპია. ეს არის ეტაპი, რომლის დასრულების შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ უნდა გავიდეს.

14:58 27.8.2025

დავით ჭიკაიძემ დაასრულა დასკვნითი სიტყვა. ამით დასკვნითი სიტყვების ეტაპი დასრულდა.

14:57 27.8.2025

დავით ჭიკაიძემ დაასრულა დასკვნითი სიტყვა.

14:56 27.8.2025

„მიმაჩნია, რომ ზვიად ცეცხლაძე უნდა იქნას უდანაშაულო ცნობილი" და ამატებს:

„ყველა დაზარალებულის წარმომადგენელმა, რომლებმაც ისაუბრეს ზიანზე, ეს იმ ნაწილში მნიშვნელოვანია თუ სასამართლო დაადგენს გამამტყუნებელ განაჩენს. ზიანის საკითხიც შეიძლება დადგეს აქტიურად. ის ამბობს, რომ არ არსებობს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ზიანს დაადგენდა".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG