Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (27/08/2025)

15:39 27.8.2025

ზვიად ცეცხლაძის საბოლოო სიტყვა

„როცა პროკურორების სიტყვას ვუსმენდი ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს, რამდენიმე ათეული ადამიანი გამოვიდა რუსთაველზე, გადაუარეს რუსთაველს, ააოხრეს და წავიდნენ, თითქოს აქამდე არაფერი მომხდარა, ან მათ წინააღმდეგ რაიმე ქმედება არ იყო ჩადენილი".

რატომ გავიდა აქციაზე?

ჩემი ზვიად ცეცხლაძის ერთადერთი მოტივი არის, რომ რაიმე დადებითი შევძინო ამ ქვეყანას და შევძინო პიროვნულად მე... ერთადერთი იდეა, რაც მამოძრავებდა იყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ფორმა, რის შესახებაც იურისპრუდენციის საწყისებში შევიტყვე, ნაშრომებში წავიკითხე, როგორ შეიძლება დაუპირისპირდეს საზოგადოება ხელისუფლებას და კანონებს, სამოქალაქო დაუმორჩილებობა არ არის ანარქია, ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტები უნდა გაჯანსაღდნენ... ადამიანი, რომელიც გამოდის რაღაცის წინააღმდეგ მიისწრაფის, რომ ეს სტრუქტურები გამოასწოროს, სადაც ხარვეზს ხედავს და არა დააზიანოს და გაანადგუროს.

ჩემთვის ამის მაგალითი სოკრატეს აპოლოგიაა და კარგად მივხვდებით წინააღმდეგობა რა ფუნდამენტზე დგას.. როცა სოკრატეს ბრალი დასდეს ახალგაზრდების გარყვნაში ათენის სასამართლომ ღია სასამართლო ჩაუტარა, ის გამოვიდა ღია აპოლოგიით და თქვა, რომ უდანაშაულო იყო და ნასამართლეობა არ ჰქონია, მაშინ სასამართლოს განაჩენი იყო - თავად შეაფასე რა სასჯელს იმსახურებო.

სოკრატემ პიროვნულად განაცხადა, რომ თუ მე ამ ქმედებით დანაშავე ვარ ეს არის პრეტანებთან სადილი.. ისინი იყვნენ ოლიმპიადაზე გამარჯვებულები და მათთან სადილი პატივია, ამის გამო მას სიკვდილის დასჯა მიუსაჯეს და გამოამწყვდიეს ციხეში, დასჯა გადაიდო და მაოწყეს ციხიდან გაქცეა მეგობრებმა, როცა საგან

კი ბატონო მე ვარ უდანაშაულო, მაგრამ მე მოქალაქე რომელიც ვემსახურებოდი მთელი ცხორება ათენის კანონებს მე რომ ეს კანონები ჩამოვშალო და გავიქცე დავანგრევ ათენის დემოკრატიის ინსტიტუტს და მე არ შემიძლია ეს დავუშვა.,. სოკრატეს უდანაშაულობაც კი არ აძლევდა იმის უფლებას, რომ ეს ინსტიტუტი ჩამოეშაა, როც ამისი საქმიანობა ამ ინსტიტუტის გაჯანსაღებას ემსახურებოდა

ამაზე იდგა ჩემი და ახალგაზრდების ემოციური ფონი, რომლებიც გამოვიდნენ, რადგან უნდათ უკეთესობისკენ შეეცვალათ რაიმე...".

ყველაზე კარგი მაგალითია, რომ აპრილი-მაისის აქციებზე ახლაგაზრდები გამოდიოდნენ და ცეკვა-თამაშით მიჰყავდათ პროტესტი და აღმოჩნდა, რომ დეკემბრის ბოლოს ეს ახალგაზრდები, რომლებიც არაფერს აშავებდნენ, არიან მოძალადეები, თურმე სცოდნიათ ქვის სროლა, სცოდნიათ მოლოტოვების დამზადება და ყოფილან რადიკალურები, არავინ სვამს კითხვას რამ გამოიწვია ეს დაპირისპირებები ან საზოგადოების ნაწილი რამ მიიყვანა დაპირისპირებამდე და რას სჩადიოდა სამართალდამცველებად წოდებულთა უმრავლესობა".

ზვიად ცეცხლაძის თქმით, ბრალდებამ სასამართლოზეც კი ვერ დამალა პოლიციელების მხრიდან ძალადობა და ამ ფაქტების შემცველი კადრები მოიტანა აქ.

„ჩვენ მოვყევით ალყაში და უსასტიკესად გვცემეს, სათვალე გადამალეწეს, ფეხსაცმელების გარეშე მომიწია ასვლა უნივერსიტეტამდე ისე გვცემეს".

ცეცხლაძე ამბობს, რომ აქციაზე მოქალაქეები „სიცოცხლის დაცვის უფლების რეჟიმში იყვნენ".

„ჩვენ გვაქვს დამატებით შეძენილი უფლება, რომელსაც სახელმწიფო არ გვანიჭებს, სიცოცხლის უფლება ჯანმრთელობის უფლება, რაც არ უბოძია სახელმწიფოს ვერ წამართმევს, ამიტომ მე რობოკოპსაც წინააღმდეგობას გავუწევ....თუ მე მსურს გავაჯანსაღო სახელმწიფო და ინსტიტუტები, რომლებიც ძალადობენ, არ შეიძლება მე მათ ძალადობით ვუპასუხო, მე უნდა ვიყო მაგალითი. ამაზე დგას წინააღმდეგობა.. აქციაზე რომ არ გავსულიყავი, სირცხვილის გრძნობა მომკლავდა...მე მაქვს მორალური მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილება შემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".

ზვიად ცეცხლაძე გამოხატავს დადებით დამოკიდებულებას და პატივისცემას მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილისადმი და მოჰყავს მაგალითები: როცა ბრალდებულ ინსაფ ალიევს შვილის ნახვის უფლებას აძლევს, როცა ოჯახის წევრებს ბრალდებულებთან კომუნიკაციის რამდენიმე წუთს აძლევს, როცა ზრუნავს გორგაძეზე და მიმინოშვილზე. ის ამბობს, რომ რა განაჩენიც არ უნდა დადგეს მის მიმართ ეს პატივისცემა არ შეიცვლება. მადლობას უხდის მას, მადლობას უხდის დამსწრეებს, ყველას და ასე ასრულებს სიტყვას.

დამსწრეები ტირიან.

15:24 27.8.2025

სხდომის განახლების შემდეგ საბოლოო სიტყვას ზვიად ცეცხლაძე ამბობს.

15:18 27.8.2025

გამოცხადდა 10-წუთიანი შესვენება.

15:18 27.8.2025

ნიკოლოზ ჯავახიშვილმა საბოლოო სიტყვა თქვა:

„მე 20 წლის სტუდენტი აფხაზეთიდან დევნილი თბილისში გაზრდილი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი ვარ, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ადვოკატებს, მადლობა ჩვენს ოჯახის წევრებს...

რატომ ისროლა ჯავახიშვილმა ფეიერვერკი ჰაერში, რატომ გააკეთა ეს? ვფიქრობ, როცა გადაწვეტილების მისაღებად გახვალთ, ეს კითხვა თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, ისროლა თუ არა პოლიციელების მიმართულებით, მიიღო თუ არა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა?

ამ კითხვაზე სწორი პასუხი არის არა - კი ვიდეოზე მე ვარ, მაგრამ ბატონო, ვაჟა და ვახტანგი, რასაც მედავება კატეგორიულად უარვყოფ. მოგიყვებით, როგორ განვითარდა 28 ნოემბერს მოვლენები, მე და მარიამი გზაში ვიყავით, ბათუმიდან მოვდიოდით როცა კობახიძის განცხადება იყო, ჩამოვედით და გავედით აქციაზე მშვიდობიანა, არავის დავსხმივარ თავს...

ღამის საათები იყო, როცა ჩემთან მოვიდა შენიღბული პირი და მითხრა ფეიერვერკი დამიჭირე ერთი წუთით, უარი ვუთხარი - პირველი ის, რომ უცნობი იყო შენიღბული, მეორე ის რომ ფითილზე მოკიდებული ჰქონდა ფეიერვერკს მან ძირს დააგდო და გაიქცა, დავუყვირე, რას აკეთებ მეთქი, შევაგინე და ხელში ავიღე ინსტიქტურად, რომ არავინ დაზიანებულიყო, როცა ავირე ხელში მაღლა ავღმართე და გასროლა ერთი იყო... გავიქეცი რამდენიმე მეტრით წინ, რადგან ხალხის სიმჭიდროვე იყო, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის , რომ არავინ დაზარალებულიყო. ჩემსა და პოლიციელებს შორის დაშორება იყო 600 მეტრი, ჩემი მოქმედებები საფრთხე არ იყო არც პოლლიციისთვის არც საზოგადოებისთვის.

სწორედ იმიტომ ავიღე ძირს დაგდებული, რომ ვინმე ან რამე არ დაზიანებულიყო, როგორ ვარ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე, როცა ერთმანეთსაც არ ვიცნობთ.

...ერთადერთი ადამიანი დამრჩა მარიამი, რომელზეც ვნერვიულობდი.. ბოდიში მარიამ, რომ ამდენი განერვიულე, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენს გვერდით ვიყო.

ვისწავლე სიყვარული და თავისუფლება, გარეთ ვერ ვაფასებდი სიაარულს, მაგრამ ციხეში 7 ნაბიჯს გავდივარ...ვისწავლე პატივისცემა ადამიანების.. მგონია, რომ ტანჯვა რომელსაც გავდივარ დროებითია და ვითმენ, შეიძლება სამართალი ურმით დადის და ამიტომ ველოდები, როდის მოვა...

ვისწავლე თავის კონტროლი, საახალწლოდ მე და მარიამს ბაკურიანი გვქონდა დაგეგმილი მაგრამ ოთხ კედელში შევხვდი. მინდოდა დაბადების დღეზე საზღვარგარეთ წავსულიყავი და ხელი მეთხოვა, მაგრამ ციხეში მოვაწერეთ ხელი...

ბევრჯერ მითხრეს, პროკურორებს ბატონოთი რატომ მიმართავო, მე ჩემი მეობა ჩემი პირადი აზრი და ინდივიდუალურობა მახასიათებს, მერე რა რომ ფეიერვერკის ჰაერში სროლის გამო
ოთხი წლით მიშვებენ ციხეში

არ შეიძლება სამყაროს უყურო ცალი თვალით, ორი თვალით უნდა უყურო,,,იყავი ადამიანი იყავი მოწყალე იყავი მშვიდი, აკეთე სიყვარული და სიკეთე... მივუტევოთ, ვაკეთოთ სიკეთე, ერთმანეთს დაველოდოთ და სიყვარულში გავატაროთ ცხოვრება... დავისახავ მიზანს და მივიყვან ბოლომდე, ასე ვიცხოვრებ. მე სანამ ციხეში ვარ, არავინ მკითხულობს, გავალ გარეთ და ყველა მომიკითხავს, არ არის ასე...

მიყვარხართ ყველა.

პ.ს. მაგრამ შენ უფრო მიყვარხარ მარიამ, ყველაფერს გავაკეთებ რომ შენთან ერთად ვიყო.



ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG