Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (27/08/2025)

13:41 27.8.2025

ავსაჯანიშვილის თქმით, რომც სდომოდა ნიკოლოზ ჯავახიშვილი ვერავის მოარტყამდა, რადგან სამართალდამცველები ძალიან შორს იდგნენ, ასევე ფეიერვეკი ფეთქდებოდა ჰაერში. ამის დასადასტურებლად მას მოწმეების ჩვენებები მოჰყავს.

13:43 27.8.2025

გუჯა ავსაჯანიშვილი მოსამართლეს მიმართავს. აწყვეტინებს თამარ მჭედლიშვლი და ამბობს: მადლობა, რომ მეც გაგახსედით, რომ დასკვნითი სიტყვა მეც უნდაა მომახსენოთ".

ადვოკატი: ბატონო მოსამართლე მე სულ მახსოვხართ, უბრალოდ ნიკოლოზ ჯავახიშვილს ვუხსნი, აი დასკვნითი სიტყვის ეს ნაწილი თქვენ გეძღვნებათ"

მოსამართლე: მადლობა.

13:44 27.8.2025

ადვოკატის თქმით, დასკვნითი სიტყვის ბოლო ნაწილში ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებებს განიხილავს, რომელთაგან მისი თქმით, არც ერთია მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შუაში.

13:47 27.8.2025

„თუ გამოკითხვის ოქმი და დაკითხვა ერთმანეთს ეწინააღმდეგება მისი გაზიარება არის პრობლემა", - ამბობს ადვოკატი და მაგალითად მოჰყავს პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, რომელთა მიერ სასამართლოში ნათქვამი, ავსაჯანიშვილის თქმით, ეწინააღმდეგება გამოკითხვი ოქმში ასახულ ცნობებს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG