Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (27/08/2025)

14:02 27.8.2025

ადვოკატი აფასებს ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას[პირის ვინაობის დადგენა], რომელიც ბრალდების მხარემ ჩაატარა. ის ექსპერტ ვალერიან მესხის ჩვენებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„მე შევისწავლე მონაკვეთები, რომელზეც ნიკოლოზ ჯავახიშვილი ჩნდებოდა და ამ მონაკვეთებზე არ არის მონტაჟის კვალი, არ ჩავთვალე საჭიროდ სხვა მონაკვეთები შემესწავლა, რადგან ორიენტირებული ვიყავი შემესწავლა ის მონაკვეთები, სადაც ჯავახიშვილი ჩანს", - ეს არის ამონარიდი მოწმის ჩვენებიდან.

ადვოკატი ამბობს, რომ ისინი არც უარყოფენ, რომ ვიდეოზე ჯავახიშვილია, ისინი არ მოსულას სასამართლოში იმისთვის, რომ მოსამართლე მოატყუონ. ისინი არ დაობენ, რომ ვიდეოზე ჯავახიშვილია.

ამის შემდეგ ადვოკატი მიდის კომპიუტერთან. დარბაზში სინათლე გამორთეს, რომ კადრს უკეთესი ხედვა ჰქონდეს.

გუჯა ავსჯანიშვილმა ოპტიკური ილუზიის სავარჯიშოებიდან რამდენიმე აჩვენა მოსამართლეს და შემდეგ ეკრანზე ნიკოლოზ ჯავახიშვილის ვიდეოდან ფეიერვერკის სროლის ამსახველი მომენტის სპოტკადრი გამოიტანა, ვიდეოც ჩართოს.

„დამსწრეებს მინდა ვაჩვენო და იქნებ ერთმა კაცმა მიმითთითოს, სად ჩანან სამართალდამცველები... ბრალდებაში წერია, რომ ჩანან", - ამბობს ადვოკატი.

უბრუნდება ისევ ექსპერტის ჩვენებას და ამბობს: „სანამ ნიკოლოზ ჯავახიშვილი არ ჩანს არ იცის არის თუ არა მონტაჟი. ანუ ვიდეოს 58 წამამდე არ ვიცით არის თუ არა მონტაჟი".

კადრში გამოჩნდა ჯავახიშვილი, ის ამეორებს ამ კადრს და აცხადებს, რომ ბრალდებული ჰაერში სივრის.

14:05 27.8.2025

გუჯა ავსაჯანიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიმართავს: „მგონი აღნიშნული საკმარისია, რომ სასამართლო სხდომებზე ყოველ დღე ვიარო, მაგრამ მოდი ვნახოთ, რას ამბობს ბრალდების მხარე".

ის ხელში იღებს საქმის ტომებს, რომელიც უკვე აღვნიშნე, რომ მაგიდაზე უდევს და აცხადებს, რომ საქმის მასალებში მონიშნა ის ადგილები, სადაც ნიკოლოზ ჯავახიშვილზეა საუბარი.

პირველი მერვე ტომია - ამბობს, რომ ერთხელაა ნახსენები ნიკოლოზ ჯავახიშვილი და ეს ერთხელ - ბრალის დადგენილებაა.

შემდეგ ტომში, რომელშიც ადვოკატმა მონიშვნა შეიტანა ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზაზე წერია, რომ „ვიდეოში ნიკოლოზ ჯავახიშვილია".

14:13 27.8.2025

ადვოკატის თქმით, არც ერთი პოლიციელი ამბობს, რომ 28-ში დაზიანდნენ, ყველა უთითებს 29-ზე და შემდეგ ამის გამოსწორებას კითხვებით პროკურორები ცდილობენ.

„ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ 28-ში დაზიანდნენ, ამბობენ, რომ ჭიჭინაძეზე იმყოფებდნენ", - აცხადებს ის.

ავსაჯანიშვილს მიაჩნია, რომ თუ პროკურორებმა არ იციან, რომელ საათზე დაზიანდნენ პოლიციელები, 28-ში, ვერ მიუსადაგებს ჯავახიშვილს, ამას გარდა ჯავახიშვილი საერთოდ სხვა ადგილას იდგა და არა იქ, სადაც დაზარალებულები მიუთითებენ.

ადვოკატი კითხულობს დაზარალებულების სიას:

ნიკოლოზ ჯავახიშვილი, იყო ჭიჭინაძის ქუჩაზე. მისი თქმით, ამ ქუჩაზე ყოფნა არ ნიშნავს, თუნდაც კვეთაზე დგომას, რადგან ჭიჭინაძე ცალკე ქუჩაა, ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი რუსთაველის გამზირზე სავარაუდო დანაშაულს ედავებიან.

ადვოკატი - გივი წიქორიძე, უთითებს, რომ დაზიანება მიიღო 29 ნოემბერს, თუმცა მისი გამოკითხვის ოქმში 28 წერია.

14:17 27.8.2025

ადვოკატი ამბობს, რომ პირველ კურსზე ფიქრობდა, რომ ერთი სიმართლე არსებობდა, შემდეგ ცოტა გაიზარდა და ფიქრობდა, რომ ორი, ახლა კი, ადვოკატის სტატუსით იცის, რომ სიმართლე სამია, თუმცა შეჭმარიტება ერთი.

„პირველი სიმართლე არის ის, რაც წერია ფურცლებზე, საქმის მასალებში;

„მეორე სიმართლე არის, რასაც ვუსმენთ დაკითხვაზე"

„მესამე სიმართლე არის ის, რაც მოხდა"

შეიძლება ვიღაც თეორეტიკოსები ამბობენ, რომ სამართლის მიზანი არ არის ჭეშმარიტების დაგდენა, მაგრამ ცოტა რომ გავიზარდე მივხვდი, რომ თქვენ გაქვთ შინაგანი რწმენა და მჯერა, რომ შინაგანი რწენა ჭეშმარიტების დადგენას ემსახურება", - ამბობს გუჯა ავსაჯანიშვილი.

ის ამბობს, რომ უნდა გაეცეს კითხვას პასუხი, რატომ ისროლა ჰაერში ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და იმედი გამოთქვა ამ კითხვას ბრალდებული საბოლოო სიტყვის ეტაპზე უპასუხებს.

გუჯა ავსაჯანისვილმა დასკვნითი სიტყვა ამით დაასრულა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG