ის ამბობს, რომ მისთვის ყველაფერი 2022 წლის თებერვალში დაიწყო, როცა უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველოს ხელისუფლებამ „რუსეთს დაუჭირა მხარი... რუსების თავშესაფრად იქცა საქართველო...მონობის და არგაღიზიანების რეჟიმზე გადასვლა მოგვთხოვეს, მტერთან"
ის ამბობს, რომ მთავარი მიზანი გახდა „მოუსავლეთში გაშვება“ მოღალატეების
„რასაც მომისჯით იმას მოვიხდი პატიოსნად და შეწყალება 0.1%-თაც კი არ განიხილება, შეწყალება თქვენ დაგჭირდებათ ჩვენგან, თქვენ დააშავეთ ჩვენს სცენარში, ერთადერთი რაც გვჭირდება არის სამართლიანი სასამართლო... ამ ტვირთით მოგიწევთ ცხოვრება[მოსამართლეს მიმართავს]... დაცინვაა დაგიჭირონ არაფრისთვის და აქეთ დაგაწყებინონ თხოვნები, მირჩევნია მომისაჯონ თუ ეს ხალხს გამოაფხიზლებს და გარეთ გამოიყვანს.. გამოიხსენით რუსეთის მსახურთა მარწუხებიდან საქართველო...ჩახერგეთ უკან დასაბრუნებელი გზები...."
„პოლიციაში უფრო მეტი დამნაშავე ვნახე ერთ ღამეში, ვიდრე ციხეში ცხრა თვეში", - ამბობს კიკნაძე.
„ვთქვათ ციხეს გაექეცი, საკუთარ თავს სად წაუხვალთ, ციხე უფრო დიდი სასჯელი რატომ გგონიათ, ვიდრე საკუთარი სინდისი?".
რევაზ კიკნაძე ამბობს, რომ დააკავეს მეტროში და ლისზე ზეწოლისა და აღიარების ჩვენების მისაღებად აიყვანეს. ეს საათები ყველაზე მძიმედ და კოშმარულად ახსენდება.
ის იხსენებს დაკავების დღეს, 5 დეკემბერს და ამბობს, რომ ნაპოლეონის ორი ბრძოლის სახელი დაარქვა: ვატერლოო და აუსტერლიცი.
ის იხსენებს, როგორ გააჩერა ორმა პირმა მეტროში და წაართვეს ჩანთა, უთხრეს, რომ აქციებზე რომ დადიხარ ის დააშავეო... აიყვანეს ზევით და ჩასვეს მანქანაში:
„ძღოლმა თქვა, თავში წამოარყით არაფერი დაეტყობაო... წამიყვანეს ქალაქის გარეთ, ლისი იყო. იქ ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, დაიწყეს ჩემი შატნაჟი, რიგითობით ყოფდნენ თავს მანქანაში მაიძულებდნენ დამეწერა სამი გვარი: გვარამია, ჯაფარიძე და ხოშტარია... ვითომ ისინი მავალებდნენ მესროლა ყველაფერი, რაც ხელში მოხვდებოდათ, ისინი მაძლევდნენ ფულს....
ტრაქტორი მოსულია უკვე თხრის ორმოს და თუ არ დაწერ, ცოცხლად ჩაგმარხავთო, საჭესთან იჯდა აზერბაიჯანლი, ასლანას ეძახდნენ, მეუბნებოდა დიქტატურა რატომ არ მოგწონს,ა გერ ალიევია პრეზიდენტი და კარგად ვართო, დებილები ხართ, ვისაც დიქტატურა არ მოგწონთო"
მისივე თქმით, ამის შემდეგ დაკავების ოქმი ლისზე გააფორმეს. ერთმა უთხრა, მალე მოაწერე ხელი, თორემ „ამ ჩანთიდან რასაც გვინდა ამოგიღებთო".
ამის შემდეგ ჰყვება, რომ პოლიციელები ქალებზე სექსუალური შინაარსის ტერმინებით საუბრობდნენ: ამას ვუზამდი იმას ვუზამდი, ბორდელებზე საუბრობდნენ. „ასეთია ჩვენი პოლიცია, რომ იცოდეთ".
ის ჰყვება, რომ ზეწოლა განყოფილებაშიც გაგრძელდა. ერთმა უთხრა: „კლიზმაზე დავსვათ ან შამპანურის ბოთლზეო, მეორემ თქვა, შეიძლება გაეპაროს და ბინძური საქმეაო".
ისევ სამი პოლიტიკოსის გვარის დაწერას სთხოვდნენ, ამბობს კიკნაძე.
„გამხადეს ტანსაცმელი, საქმეში ჩააკერეს, დედას სხვა ტანსაცმელი გამოაგზავნინეს, მათ შორის იყო ყვითელი ბოტასები: პიდარასტი ხარო, რა ფერია, გვარამიამ გიყიდაო? აბა რა გგონიათ რა ხალხი დგას აქციებზეო, შემდეგ გაიგეს, რომ ევოლუშენში ვმუსაობდი და ამაზე დამიწყეს ბულინგი, არ უთხრა პატიმრებს გაგწეწავენო.. ამ უნიჭო დაცინვებში მონაწილოებდა ჭუმბურა... [პოლიციელი, ამბობს კიკნაძე] აქ რომ მოსულიყო, ვეტყოდი - სხვას როგორ დასცინი, როცა ყველაზე გულისამრევი საქმე გაქვს, ყოველ დღე სხვის უკანალში უნდა შეხო ცხვირი და პენისი გაუჩხრიკო, რამე არ ჰქონდეს".
„პოლიციაში უფრო მეტი დამნაშავე ვნახე ერთ ღამეში, ვიდრე ციხეში ცხრა თვეში", - ამბობს კიკნაძე.
„ვთქვათ ციხეს გაექეცი, საკუთარ თავს სად წაუხვალთ, ციხე უფრო დიდი სასჯელი რატომ გგონიათ, ვიდრე საკუთარი სინდისი?".
ფორუმი