Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/08/2025)

ადვოკატების დასკვნითი სიტყვების ეტაპი გრძელდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე, მოსალონდელია, რომ დღესვე იტყვიან საბოლოო სიტყვებს დაკავებულებიც განაჩენამდე რამდენიმე დღე რჩება, 11-ვეს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

14:39 29.8.2025

ომარ ფურცელაძე ჩამოთვლის კითხვებს:

1. ვინ აორგანიზებდა ჯანო არჩაიას და გური მირცხულავას?
2. როგორ აორგანიზებდა, რა საშუალებით?
3. რა არის გურის, ჯანოს და ბიჭების ერთმანეთთან თუნდაც ნაცნობობის მადასტურებელი
მტკიცებულება?
4. რა არის ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც არც პოლიციელის ჩვენებაა და არც
პოლიციელის მიერ შექმნილი?
5. მაინც რა იყო ის „მძიმე საგანი“ რაც გურიმ და ჯანომ ვინმეს ესროლეს?
6. რას უნდა უყოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომ გურამ მირცხულავას პოლიციელებისკენ
არასოდეს არაფერი უსვრია?
7. რას უნდა უყოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომ ჯანო არჩაიასგან არავის არაფერი
მოხვედრია?

მისი თქმით, ეს არის იმ კითხვების მინიმუმი, რომელზეც პასუხი გაუცემელია.

14:37 29.8.2025

„ლოგიკური არგუმენტირების სფეროში, მათ შორის, ზუსტ მეცნიერებებში და მათემატიკაში, არსებობს ლოგიკური მტკიცების მეთოდი - reductio ad absurdum. არგუმენტირების ამ ხერხით, როცა ვამტკიცებთ რაიმე პოზიციას, ვიწყებთ მისი საპირისპირო პოზიციის აღიარებას და ვაჩვენებთ, რომ მისი მიღება მიგვიყვანს აბსურდულ შედეგამდე.

მოდი, დავუშვათ, სასამართლომ ჩათვალა, რომ გურამ მირცხულავამ და ჯანო არჩაიამ
ჩაიდინეს ის დანაშაული, რომლის ჩადენასაც მათ ბრალდების მხარე ედავება.
თქვენ მიიღეთ გამამტყუნებელი განაჩენი. პოულობთ შესაბამის დროს, თქვენს სავარძელში დაბრძანდებით, ხელში კალამს იმაჯვებთ ან ლეპტოპს შლით, როგორც გენებოთ, და რა უნდა დაწეროთ გადაწყვეტილებაში?", - ამბობს ომარ ფურცელაძე და კითხვებს ჩამოთვლის.

14:36 29.8.2025

„ბრალდების პოზიცია აბსურდია. აბსურდს საწინააღმდეგო არ გააჩნია.
ამიტომ ჩემი დასკვნითი სიტყვის მიზანი არ გახლავთ ბრალდების ოპონირება, ჩემი მიზანია, გაჩვენოთ, რომ იგი აბსურდია", - ასე დაიწყო ომარ ფურცელაძემ დასკვნითი სიტყვა.

14:35 29.8.2025

დასკვნით სიტყვას ამბობს გური მირცხულავას და ჯანო არჩაიას ადვოკატი, ომარ ფურცელაძე. მას საკმაოდ ვრცელი სიტყვა აქვს მომზადებული, წერილობითი დოკუმენტი 43-გვერდიანია.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG