Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/08/2025)

ადვოკატების დასკვნითი სიტყვების ეტაპი გრძელდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე, მოსალონდელია, რომ დღესვე იტყვიან საბოლოო სიტყვებს დაკავებულებიც განაჩენამდე რამდენიმე დღე რჩება, 11-ვეს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

14:55 29.8.2025

ადვოკატ, ომარ ფურცელაძის შეფასებით, ბრალდებულების წინააღმდეგ აღკვეთის ყველაზე მკაცრი ზომის - პატიმრობის გამოყენება დაუსაბუთებელია. მას მიაჩნია, რომ „განგრძობითი პატიმრობა გამოყენებული იყო, როგორც ბრალდებულთა პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციის ნიშნით დევნის იარაღი".

14:53 29.8.2025

პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე:

„დაკავებულების თქმით, სამართალდამცავები მათზე ძალადობდნენ როგორც დაკავების დროს, ასევე - დაკავების შემდეგაც. მათ რამდენიმე სპეცრაზმელი სცემდა ტრანსპორტირების პროცესშიც, მიკროავტობუსში.

ცემასთან ერთად, დაკავებულებს აფურთხებდნენ, აგინებდნენ, უყვიროდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

სპეცრაზმელები დაკავებულებს ხდიდნენ ფეხსაცმელებს და ბევრი მათგანი ფეხშიშველი მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.

გარდა ამისა ართმევდნენ მობილურ ტელეფონებს და სთხოვდნენ კოდის მოხსნას. ზოგ შემთხვევაში, დაკვებულებზე ძალადობა გრძელდებოდა განყოფილებაშიც.

ერთ-ერთი დაკავებულის თქმით, ფიზიკური ძალადობით ცდილობდნენ მის იძულებას, რომ დანაშაული ეღიარებინა.

პოლიციელებმა გამოიყენეს გადამეტებული ძალა არა მხოლოდ ცალკეული პირების მიმართ, არამედ შეკრებების ყველა მონაწილის წინააღმდეგ, მიუხედავად მათი მშვიდობიანი ხასიათისა.

ადვოკატი მოუწოდებს მოსამართლეს იქამდე სანამ შეაფასებს რომელიმე ფორმიანს, იფიქრეთ არიან თუ არა ისინი მართლაც ფორმიანები და ასრულებდნენ თუ არა პროფესიულ მოვალეობას - მართლწესრიგის დაცვა.

14:49 29.8.2025

ადვოკატი ომარ ფურცელაძე „ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებების საპასუხოდ, რომელიც მისი შეფასებით სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის ერთ-ერთი გზა იყო, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს მოიხმობს, მათ შორისაა ეუთო, Human Right Watch, Amnesty International და სხვა.

ეს ანგარიშები აკრიტიკებს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების სისტემურ რღვევაზე, საუბრობს პოლიცილეების მხრიდან წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე.

მაგალითად - „ამნესთი ინთერნეიშენელის“ შეფასებით, უკანონო ძალის, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მასშტაბი, რომელსაც პოლიცია იყენებს, მიუთითებს, რომ ეს ხდება მთავრობის მიერ გაცემული დირექტივების საფუძველზე და ძლიერდება დაუსჯელობის განცდით.

14:44 29.8.2025

ომარ ფურცელაძე, ადვოკატი:

„საჯარო წყაროებზე დაყრდნობით, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, სარგებლობდა რა მედიების მიერ განსაზღვრული საეთერო დროით ბოროტად, ირაკლი კობახიძემ სხვადასხვა დროს, მინიმუმ ათ იზოლირებულ შემთხვევაში, ცხადად და პირდაპირ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმცია მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რა დროსაც იგი, ბრალდებულებს მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი ტერმინებით, მათ შორის, როგორიც არის „უსინდისო“ და სხვა. ყოველ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, მითითებული პირი აპელირებდა, რომ მას დაზუსტებით ქონდა ინფორმაცია ბრალდებულის სტატუსით".

მყოფი პირების მიერ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, რითაც ნებისმიერი ნეიტრალური დამკვირვებლისთვის ქმნიდა განცდას, რომ მის მიერ დაკავებული პოზიციის გათვალისწინებით, აღნიშნული წარმოადგენდა გარკვეული ტიპის დაკვეთას სასამართლოსადმი, მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ამასთან, ზემოაღნიშნული პირი, ბრალდებულების დაკავებასა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას იხსენიებდა, როგორც პრევენციულ ღონისძიებას, მიმართულს მესამე პირთათვის გარკვეული შიშის შესაქმნელად.

ვინაიდან, ყველა ჩამოთვლილი განცხადება და არამხოლოდ, მიზანმიმართულად, ფართოდ ვრცელდებოდა პრო-სახელისუფლებო მედია საშუალებების მეშვეობით, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ავტორის დაინტერესების საგანს წარმოადგენდა იგი ყოფილიყო გარკვეული ტიპის მესიჯი საზოგადოებისთვის და სასამართლოსთვის, რომ მოქმედი ხელისუფლების დაინტერესების საგანს წარმოადგენს მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ და არამხოლოდ".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG