ომარ ფურცელაძე ამბობს:
„იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან ამავე წლის 10 დეკემბრამდე რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარედ ჩადენილი უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულებთან დაკავშირებით, 9 თვის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთი დასაქმებული პასუხისგებაში მიცემული არ არის, უფრო მეტი, არ არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ ფიგურანტთაგან ვინმეს მიმართ გამოყენებული იქნა თუნდაც დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა, ცხადად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენდა არა 2024 წლის 28 ნოემბრიდან ამავე წლის 10 დეკემბრამდე განვითარებული მოვლენების სისხლის სამართლებრივ კონტექსტში შეფასება, არამედ, იზოლირებულად ცალკეული პირების დევნა სისხლის სამართლის ორგანოთა გამოყენებით და შესაბამისად, ფაქტებისა და მტკიცებულებების შეგროვება ხორციელდებოდა არა შემთხვევისა და დანაშაულის ირგვლივ, არამედ კონკრეტულ სახელებთან და გვარების შემდგომი დევნის მიზნით".
14:59 - ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ ეს საქმე მიზნობრივი დევნაა კონკრეტული ბრალდებულებების წინააღმდეგ და „ყველა საგამოძიებო მოქმედება მიზნად ისახავდა კონკრეტული პირების დისკრედიტაციას" .
ამის მაგალითი ადვოკატისთვის არის ის, რომ „ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე არც ერთი სამართალდამცავი არ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული".
„სრულიად სახელმწიფო მანქანა ეწეოდა სასამართლოს დისკრედიტაციას ბოლო ხუთი თვის განმავლობაში და თქვენ ვერ გაბედეთ გამოგეთქვათ კრიტიკა და სულ მცირე დისკომფორტი", - მიმართავს ადვოკატი მოსამართლეს.
„პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციის ნიშნით დევნის მოტივებთან მიმართებით, აუცილებელია, კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი, ჯანო არჩაიას და გურამ მირცხულავას მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, რომელიც დაუსაბუთებლად იქნა მიღებული ჯერ კიდევ მათი დაკავებისას და შაბლონურ არგუმენტაციაზე მითითებით გრძელდებოდა სასამართლო წარმოების მთელი ვადის განმავლობაში", - ამბობს ომარ ფურცელაძე და მისი ამ სიტყვების სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებას იწყებს.
ფორუმი