Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/08/2025)

ადვოკატების დასკვნითი სიტყვების ეტაპი გრძელდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე, მოსალონდელია, რომ დღესვე იტყვიან საბოლოო სიტყვებს დაკავებულებიც განაჩენამდე რამდენიმე დღე რჩება, 11-ვეს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

15:15 29.8.2025

ადვოკატი ძალიან ვრცლად და დეტალურად განმარტავს, რას ნიშნავს ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული, რა შემთხვევაშია დანაშაული - ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული, რატომაა მნიშვნელოვანი ორგანიზატორი, მიზანი,მონაწილე, ზიანი

15:10 29.8.2025

ადვოკატი კითხულობს 225-ე მუხლის შინაარს და მის ანალიზს წარსულში სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა და ისტორიული ნარატივის ანალიზით აგრძელებს.

15:07 29.8.2025

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ფუნდამენტური უფლებების რღვევა გაგრძელდა სასამართლოში", - ამბობს ომარ ფურცელაძე და მოჰყავს არგუმენტები:

„საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლის მიერ, სასამართლოსვე განმარტების თანახმად - პრევენციულად, ბიჭებს დაენიშნა სახელმწიფო დაცვა, არათუ მხოლოდ მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის, არამედ ფორმალური საფუძვლის არსებობის გარეშეც...

თქვენ ჩაერიეთ ჩვენს უფლებებში, თქვენ ჩაერიეთ ჩვენს სტრატეგიაში...".

15:05 29.8.2025

ომარ ფურცელაძე აგრძელებს თავის დასკვნით სიტყვას და კონტექსტის ფართოდ მიმოხილვის შემდეგ უკვე საქმეში არსებულ მტკიცებულებებს განიხილავს დეტალურად, პირველი ჯანო არჩაიას დაკავების გარემოებებია, რომლითაც ის ამტკიცებს, რომ გამოძიება არაობიექტურად და არაეფექტურად წარიმართა.

მისი თქმით, ჯანო არჩაიას დაკავება განხორციელდა კანონის არსებითი დარღვევით, ხოლო, ზემოაღნიშნულის ამსახველი და საპროცესო დოკუმენტაცია დღემდე ყალბი ფორმითაა წარმოდგენილი და დამაგრებული სისხლის სამართლის საქმეზე.

რატომ?

„მართალია, ჯანო არჩაიას დაკავების ოფიციალურ ფორმალურ საფუძველს წარმოადგენდა სასამართლო განჩინება პირის დაკავების შესახებ, თუმცა, საგულისხმოა, რომ საგამოძიებო უწყებამ ჯანო არჩაიას, პირადი ჩხრეკის, ავტომობილისა და საცხოვრებელი ჩხრეკის შუამდგომლობით მიმართა 05 დეკემბერს, 15:26 წუთზე, ხოლო დაკავების შუამდგომლობით 15:24 წუთზე. ამასთან, შესაბამისი ოქმითა და მისი ავტორის მტკიცებით, პირადი ჩხრეკა და მოგვიანებით ჯანო არჩაიას დაკავება განხორციელდა იმავე დღის 18:00 დან 19:00 საათამდე".

„მნიშვნელოვანია იმ გარემოების შეფასება, რომ ზემოაღნიშნული პატაკის წერილობითი ფორმით მიღების შემდეგ, გამომძიებელმა და პროკურორმა, კოორდინირებულად შეძლეს შეექმნათ შესაბამისი დოკუმენტაცია, შუამდგომლობები, მოემზადებინათ საქმის მასალები, მიემართათ სასამართლოსთვის შესაბამისი შუამდგომლობით, მიეღოთ განჩინება და უშუალოდ ჯანო არჩაიას დასაკავებლად გასულებს ბატონი ჯანო დახვდათ ლიბანის ქუჩის 23- ის მიმდებარედ მოძრავი ავტომობილით".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG