Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/08/2025)

ადვოკატების დასკვნითი სიტყვების ეტაპი გრძელდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე, მოსალონდელია, რომ დღესვე იტყვიან საბოლოო სიტყვებს დაკავებულებიც განაჩენამდე რამდენიმე დღე რჩება, 11-ვეს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

15:39 29.8.2025

არჩაიას და მირცხულავას ადვოკატი, ომარ ფურცელაძე საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზზე გადავიდა:

„როცა კანონი ამბობს მინიმუმ ორი მტკიცებულება გვჭირდებაო, გულისხმობს მინიმუმ იმდენ ელემენტს, რაც ბრალდების დამტკიცებას სჭირდება", - აცხადებს ადვოკატი.

15:27 29.8.2025

„თქვენ არ გაქვთ სამართლებრივი უფლება სამართალამცველები დაუძახოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გოგოებს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ძალადობდნენ მოქალაქეეებზე, ჩვენ მოსმენილი გვაქვს მათი დამოკიდებულებები, განცხადებები აქ სასამართლო დარბაზშიც", - ამბობს ადვოკატი ომარ ფურცელაძე.

15:18 29.8.2025

ამონარიდები ომარ ფურცელაძის დასკვნითი სიტყვიდან:

„ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანლეობა და მასში მონაწილეობა შეუძლებელია განხორციელდეს წინასწარი შეთანხმებისა და ჯგუფის მიერ ორგანიზებული საკითხების გადაწყვეტის, ორგანიზატორის ან ხელმძღვანელი პირის და მითითებების შემსრულებელ პირთა არსებობის გარეშე".

„თუ არ დადასტურდება მონაწილე პირთა მიმართ, ერთმანეთთან კავშირი, ნაცნობობა, განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებული ხასიათი, ანდა მათ მიერ აღნიშნული ქმედებების ვინმეს მითითების შესრულების ფაქტი სასამართლომ უნდა გამოიტანოს გამამართლებელი გადაწყვეტილება".

„თუ პირები მოქმედებდნენ სპონტანტურად, ჯგუფურად, კონკრეტულ დროს სიტუაციიდან გამომდინარე, სასამართლო პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას"

„საგულისხმოა, რომ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად, მტკიცების სტანდარტი გადის ჯგუფის წევრთა შორის ამგვარი ურთიერთობის მტკიცებაზე. ურთიერთობის, როგორც სოციალური ფენომენის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად, აუცილებელია მხარეთა შორის მინიმუმ ნაცნობობისა და კომუნიკაციის არსებობის დადასტურება, რომ არაფერი ვთქვათ საერთო განზრახვის არსებობის მტკიცების ვალდებულებაზე".

15:16 29.8.2025

„არსებობს მტკიცებულება საქმეში, რომ ეს ადამიანები სახელმწიფო უშიშროების ხელყოფას ისახავდნენ მიზნად? მე პირობას ვდებ თქვენს წინაშე, რომ ვერც თქვენ და ვერავინ სხვა ვერ ნახავს დათქმას ამასთან დაკავშირებით", - აცხადებს ადვოკატი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG