Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/08/2025)

ადვოკატების დასკვნითი სიტყვების ეტაპი გრძელდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე, მოსალონდელია, რომ დღესვე იტყვიან საბოლოო სიტყვებს დაკავებულებიც განაჩენამდე რამდენიმე დღე რჩება, 11-ვეს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

16:30 29.8.2025

ადვოკატის თქმით, რევაზ კიკნაძეს დაკავების ოქმში დაუწერეს, რომ ლისზე დააკავეს, სინამდვილეში კი დაკავებულია მეტროსადგურში....ის ამბობს, რომ ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ამ საქმეზე ეთქვა სიმართლე და ასეთი აღმოჩნდა „თითქმის საჯარო მოხელე ნელი, რომელმაც აღწერილობით ჩაცმულობით, ტანსაცმლით კიკნაძე დააიდენტიფიცირა და დაადასტურა, რომ მეტროში დააკავეს".

16:28 29.8.2025

16:26 - დასკვნით სიტყვას ამბობს რევაზ კიკნაძის ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი. ის ფეხზე ადგა და დაიწყო თხრობა:

„თქვენ შენიშვნა მომეცით, ვთქვი, არ ვისურვებდი თქვენს ადგილას ყოფნას-მეთქი და ნეგატიურად წარმოჩინდა... კონსტრასტულად თუ შევადარებ დიდად პოპულარობით არ ვსარგებლობ ამ საქმეებიდან გამომდინარე და განგიმარტავთ, რატომ ვთქვი ეს

მე თქვენი ბიოგრაფია ვიცი, ჩემზე რამოდენიმე წლით დიდი ხართ და ჩემი სამოსამართლო კარიერა ასეთი მძმე საქმეებით რომ დამეწყო არ ვისურვებდი არ ვისურვებდი ასეთ ზეწოლას, რომელიც არსებობს.. ამას ვგულისხმობდი

მეორე, მადლობა მინდა გადაგიხადოთ - რაში? მე ვფიქრობ, რომ თქვენ არ გვაწუხებთ, რადგან არ ცდილობთ წარმოჩინდეთ სინამდვილეში როგორიც ხართ, მაგრამ მე ვამჩნევ თქვენს ემოციებს ახლოს ვზივარ".

16:05 29.8.2025

ომარ ფურცელაძე დასკვნითი სიტყვა ამ სიტყვებით დაასრულა:

„ყველა სისხლის სამართლის საქმეს სჭირდება სახელი - ამ პროცესის სახელი უნდა იყოს - გამარჯვებული ადამიანების საქმე, გამარჯვებული ბიჭების სხდომა, იმიტომ რომ

ძმები ტერიშვილების სახელსა და გვარს ამ ქვეყნის ისტორია შეინახავს სამარადჟამოდ...

გამარჯვებულია ონისე ცხადაძე, მიუხედავად იმისა, რომ შესვით გალიაში ვერაფერი უშველეთ მის იუმორს...

გამარჯვებულია ანდრო ჭიჭინაძე, ციხეშია, მაგრამ მაინც აგრძელებს მწვერვალების დაპყრობას...

გამარჯვებულები არიან ჩვენი მეგობარი უკრაინელები, რომლებიც არსად და არასდროს არ წყვეტენ სწორ მხარეს დგომას....

გამარჯვებულები არიან ლუკა[ჯაბუა] და ვაკო[თეთრაშვილი] მათი ნათელი მომავალი რომ მოვა, ეცოდინებათ ის მსხვერპლი, რაც გაიღეს.

გამარჯვეულია რევაზ კიკნაძე, რადგან სხდომათა დარბაზში არყოფნის დროსაც მისი ხმა ყველაზე ხმამაღლა ისმოდა

გამარჯვებულია ირაკლი ქერაშვილი, რადგან გარეთ ელოდებათ ქეთუნა ქერაშვილი და ქეთუნა დანელია[და და ცოლი - რ.თ],

გამარჯვებულია ჯანო არჩაია, როცა გაიზრდებიან მისი შვილიშვილები, გამართულები ივლიან ქუჩებში, იტყვიან, რომ მათი ბაბუა არის მარადიული ჯარისკაცი, რომელსაც არ შეუწყვეტია ბრძოლა ამ ქვეყნისთვის.

გამარჯვებულები ვართ მე და გური მირცხულავა, რადგან ჩვენი შრომით შევინარჩუნეთ დისციპლინა და წაგართვით გამამტყუნებელი განაჩენის მიღების შესაძლებლობა, თქვენ თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ გამოაცხადოთ გამამართლებელი


მე ვარ გამარჯვებული ადამიანი, რომელსაც მომეცა საშუალება, რომ ამ ბიჭების გვერდით მებრძოლა.

[დარბაზში ტაშს უკრავენ, მოსამართლეც არ აყოვნებს და აფრთხილებს დამსწრეებს]

ფურცელაძე: „ახლა გიჯერებთ ბატონო მოსამართლე, სულ მოგვიწოდებდით დაასრულეთო და დავასრულეთ, ახლა თქვენზეა დაასრულოთ უსამართლობა და გამოაცხადოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - გამამართლებელი განაჩენი".

15:55 29.8.2025

15:54 - ადვოკატმა ფურცელაძემ არც საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი დატოვა ყურადღების გარეშე და ის მისი „საყვარელი მოწმეა“, რადგან კაცმა პირდაპირ თქვა, რომ „ბრალდებულებს შორის და მათი კავშირი ორგანიზატორებთან არ დასტურდება და მეტი რა ექნა ამ კაცს".

„რაც შეეხება, საქმის მთავარ გამომძიებელ არსენ ხუნაშვილის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით, აქცია გრძელდებოდა 4 დეკემბერსაც, თუმცა, მან განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების საშუალება არ ჰქონია და არ ამოუღია არანაირი საგანი ან ნივთი. მოწმის სახით დაკითხულმა არსენ ხუნაშვილმა 13:30:03 წუთზე განმარტა, რომ ამ საქმეზე დადგენილი არ არის ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი, თუმცა, შესაძლოა ბრალდებულები იცნობდნენ მას. აღნიშნული განმარტებით, თუ წარმოდგენილ საქმეში დადასტურებული და გამოკვეთილი არ არის ვინ არის ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ბრალდებულების მონაწილეობა ვერ დადასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით", - ამბობს ადვოკატი

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG