Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/08/2025)

ადვოკატების დასკვნითი სიტყვების ეტაპი გრძელდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე, მოსალონდელია, რომ დღესვე იტყვიან საბოლოო სიტყვებს დაკავებულებიც განაჩენამდე რამდენიმე დღე რჩება, 11-ვეს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

16:46 29.8.2025

გუჯა ავსაჯანიშვილი პროკურორების შემდეგ მოსამართლეს მიმართავს და ამბობს:

„მინიმუმ ორი თვეა მჯერა, რომ კვალიფიკაციას შეცვლით, რომც არ შეცვალოთ მე ვიტყვი, რომ თქვენ გინდოდათ ამის გაკეთება, მე მჯერა, რომ იმ კარიდან მაგ სავარძლამდე მანძილზე მოსამართლეს ვერავინ ვერ აკონტროლებს, როცა მოსამართლე რაღაცას აცხადებს და ჩაქუჩს ურტყამს, რასაც უნდა იმას გამოაცხადებს, რადგან კარიდან სავარძლამდე ვერავინ გაკონტროლებთ....

მჯერა, რომ კვალიფიკაციას შეცვლით, მკაცრი იქნებით სასჯელში, მაგრამ შეცვლით".

16:43 29.8.2025

უკვე მეორედ მიმართავს გუჯა ავსაჯანიშვილი პროკურორს, ვაჟა თოდუას:

- გამაგებინეთ, როგორც ბრალმდებელი მოიაზრებთ თუ არა ამ ადამიანებს ორგანიზებულ ჯგუფად?

- ერთი მტკიცებულება მითხარით, რომ ნივთი, რაც ისროლა რევაზ კიკნაძეს არის ქვა?

16:39 29.8.2025

„ბატონო ვაჟა ეს ნივთი გეცნობათ“? - აჩვენებს პროკურორ ვაჟა თოდუას ასანთის კოლოფს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი.

[ეს ის კოლოფია, რომელიც ერთ-ერთ სხდომაზე ბრალდებულმა იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ პროკურორების მიმართულებით ისროლა"] იგივეს ამბობს ადვოკატიც და აცხადებს, რომ მთელი ეს დრო დასკვნითი სიტყვისთის ინახავდა.

ის ეკითხება პროკურორს, რატომ არ მოახდინა რეაგირება დანაშაულზე, რადგან რევაზ კიკნაძესაც იდენტურ რამეს ედავებიან:

„ მაგრამ იცით, რატომ არ დაიწყეთ გამოძიება? იმიტომ, რომ

1. ამის წონა საფრთხის შეცველი არაა

2. არ მოგხვედრიათ

3. საფრთხე არ შეგქმნიათ

ახლა რევაზ კიკნაძის ვიდეო ავიღოთ - ამ ვიდეოში არის ქაღალდის ხელსახოცი, ქვაც კი არ ჩანს, რაზეც ექსპერტიზა გაქვთ დანიშნული, არ არის პირები, რომლებც იტყვიან, რომ რევაზ კიკნაძემ შეუქმნა საფრთხე".

16:35 29.8.2025

გუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, რევაზ კიკნაძეს დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები კი კანონის დარღვევითაა ჩატარებული.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG