Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/08/2025)

ადვოკატების დასკვნითი სიტყვების ეტაპი გრძელდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე, მოსალონდელია, რომ დღესვე იტყვიან საბოლოო სიტყვებს დაკავებულებიც განაჩენამდე რამდენიმე დღე რჩება, 11-ვეს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

17:14 29.8.2025

აგრძელებს რევაზ კიკნაძე:

“მე გეტყვით რა არის დანაშაული, დანაშაულია არ იცნობდე ონისეს, დანაშაულია არ იცნობდე ანდროს, დანაშაულია არ იცნობდე, ლუკას, დანაშალია არ იცნობდე ვაკოს, დანაშაულია არ იცნობდე ჯანოს, დანაშაულია არ იცნობდე გიორგის, დანაშაულია არ იცნობდე რუსლანს, დანაშაულია არ იცნობდე სერგეის..

თქვენ არ იცით რა ხალხი დაიჭირეთ, მაგალითად გია[ტერიშვილი] მისი ძმა შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას 9 აპრილს, დარწმუნებული ვარ ტერიშვილი დაგვცქერის, ამაყოფს და ხარობს თავისი ძმით,,ქალბატონო მარინა [ტერიშვილების დედა] თქვენ ხართ ორი გმირი შვილის გამზრდელი და მიყვარხარ

აქ არის ჯანო, რომელთან რუსებთან უწევდა ბრძოლა

აქ არის ანდრო, რომელზე განათლებულიც არ მინახავს

მადლობა, რომ ეს ხალხი გამაცანით... ერთხელ რუსლანს ვკითხე ალბათ აქედან რომ გახვალ გაიქცევი სხვა ქვეყანაში მეთქი და არა საქართველო ისე მიყვარს სხვაგან რა წამიყვანსო.

[მადლობას უხდის ადვოკატებს]

ნამდვილი ადვოკატობა ნიშნავს არა საპროცესოს გაფორმებას, არამედ იმას, როგორც წარმართავს საქმეს

ჯორდანო ბრუნო იმისთვის დაწვეს, რომ მრგვალიაო ამბობდა, ჩვენც შეჭმარიტ მხარეზე დგომისთვის გვსჯიან, იმისთვის, რომ მიგვაჩნია, გამოსავალი ევროპისკენ სვლაა.. არ შეიძლება დიქტატურა,,,, ნორმალურად გეჩვენოს

იმის თქმისთვის ვისჯებით, რომ ორჯერ ორი ოთხია, ანუ რუსეთი მტერია და ევროპა მეგობარიო, რომ ვთქვით...

ისეთები ხდებოდა, სულ მეგონა კარს შემოაღებდა ბაკურ სვანიძე თაიგულით და იტყოდა გაიღიმეთ ფარული კამერააო, ახლაც ასე მეგონა

ნაცები ხართო გვეძახდნენ გარეთ და ამით თითქოს გვაშავებდნენ, თითქოს ნაცების რეპრესიულ რეჟიმს არ ვებრძოდით მე და ჩემი ოჯახი...

... თითქოს 2025 წელს ქოცობა უფრო დიდი სირცხვილი არ იყოს, ვიდრე ნაცობა

ამ ხალხს ვინც ნაცებს გვეძახის მინდა ვკითხო, მარტო ნაცებისთვისაა რუსეთი მტერი და თქვენ? [აქ ჩასვლით ყაველაშვილის ,,,]

აქაურობას დავარქვი ანონიმურ მოწმეთა კრება - ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეთ, თვალები დახუჭეთ მერე გაახილეთ და უთხარით: გამარჯობა მე არსენი ვარ ცრუ მოწმე, აბა ჩვენთან რა გინდათ, რით დაგეხმაროთ?

როცა მედავებით ჯგუფურობას და ბრალს მდებთ, რომ ვიღაცამ დამაორგანიზა... უნდა მაჩვენო თუ მაქვს წევრთან კავშირი კონტაქტი, ორგანიზატორი თუ მაძლევს მითითებებს, ეს კი არა ერთი მოწმეც კი არ მოგიყვანიათ, თავად თქვენივე მოწმეებს არ უთქვამთ ერთი სიტყვა ბრალდებაზე, რასაც გვაბრალებთ, რა მუხლითაც გვსჯით.. რაღას გვასამართლებთ თუ მაინც მტკიცებულებების გარეშე უნდა მოგვისაჯოთ ჩაგვსვით... იგივე წარმატებით კაცის კვლაზე შეგიძლიათ მოგვისაჯოთ, მართალია კაცი არ არის მკვდარი, მაგრამ არც ამ საქმეშია ვინმე დაზიანებული...".

17:13 29.8.2025

სასამართლო ბრალდებულების დასკვნითი სიტყვის ეტაპზეა.

პირველი რევაზ კიკნაძე. ის ამბობს, რომ ნერვიულობს, „გულისცემა მაღალ ნიშნულზეა, არ აქვს უფლება რაიმე არასწორად თქვას".

„ჩემი ბედს სრულიად უმიზეზოდ ჩემს გარეშე წყდება თვეებია, იმედია მიზეზს გავიგებ, მაგრამ რაც არ არის როგორ გავიგებ?

წინაზე, რაც არ დამასრულებინას უნდა დავასრულო..

ტყვეობაში ვარ და ვერ ამოვხსენი რა მედება ბრალად, ე.წ. მოწმეებს ვუსმინე და ვერ მივხვდი რა არის ჩემი დანაშაული".

16:52 29.8.2025

სასამართლო რეპლიკის ეტაპზე გადავიდა. პროკურორები ამბობენ, რომ რეპლიკის უფლებით არ ისარგებლებენ.

16:50 29.8.2025

„მე ამაყი ვარ რომ მას ვიცამ და დავიცავ მის ინტერესს ყველა ინსტანციაში, მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ 225-ე მუხლის დანაშაულს ვერ დაინახავთ", - ასე დაასრულა სიტყვა გუჯა ავსაჯანიშვილმა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG