Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/08/2025)

ადვოკატების დასკვნითი სიტყვების ეტაპი გრძელდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე, მოსალონდელია, რომ დღესვე იტყვიან საბოლოო სიტყვებს დაკავებულებიც განაჩენამდე რამდენიმე დღე რჩება, 11-ვეს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

17:26 29.8.2025

რევაზ კიკნაძე:

„იდიოტებს მისტიური დიფსთეითის წარმომადგენლები ვგონივართ.... ყველაზე მეტად თავი მეზიზღება, როცა იმას ვერ ვეხმარები ვისაც სჭირდება, მაგალითად თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლები..

თქვენ, ვისაც წამალი გაქვთ, სულ ვიტრინაში შენახვა რატომ გიყვართ?".

17:26 29.8.2025

რევაზ კიკნაძე ამბობს, რომ „ომი ამ ქვეყანაში მხოლოდ რუსებს სურთ".

17:26 29.8.2025

საპატრიარქოს მიმართავს რევაზ კიკნაძე - ეს ქვეყანა ორად არის გახლეჩილი, მუდამ გამარჯვებულის მხარეს რატომ აღმოჩნდებით ხოლმე? არადა კონკრეტულ ვითარებაში დამარცხებული ყოველთვის თქვენს მიერ არის დალოცვილი იყო ხოლმე, შევარდნაძე, სააკაშვილი, რატომ არ ხართ შემრიგებელი, რატომ ხართ ყოველთვის მხარე...

ქრისტე უპოვართა მფარველი იყო, თქვენ რატომ ხართ მოძალადეების მფარველი?"

17:25 29.8.2025

რევაზ კიკნაძე:

„თავად იჭერდნენ ხალს უმიზეზოდ, თავად გვასხამდნენ სპრეის და ჩვენ თავიც არ დაგვეცვა? გაზით დაგვწამლეს.... ტელეფონების და საფულეების პარვა, ცემა და გინება - აი რისთვის მოვიდნენ, ამათზე ამბობთ სამართალდამცველები იყვნენო? კაცის საცემად დაქირავებული ვერასდროს იქნება სამართალდამცველი..".

[რევაზ კიკნაძე ჩამოთვლის აქციაზე დემონსტრანტების პოლიციელების მხრიდან ცემის ამსახველ ამბებსა და ისტორიებს]

„ჩვენ თავი დასამალი არ გვქონდა, ხოდა ვინც ამოიცნეს ისინი დაგვიჭირეს".

„ყველა მეუბნებოდა წინ დგახარ, ფერადები რატომ გაცვია, ნიღაბი გაიკეთე, არ დაგიმახსოვრობო, დამიმახსოვრონ მეთქი, კი არაფერს ვაშავებდი".

„ფოიერვერკი ტანკის ლულად იქცევა ან სალფეტკი დანად?"

„ვაჟამ - გენიალური იდეა დამებადაო, ვახტანგმა გენიოსი ხარო და ასე.. რანაირად არ უნდა გაგეცინოს ამაზე, ვაი თქვენს პატრონს, უბედურს".

მისი თქმით, დაზარალებულების უმეტესობა არის პოლიციელი, მის ვიდეოში კი სპეცრაზმლებეი ჩანან, გდდ-ს თანამშრომლებმა თქვეს, რომ პიროტექნიკით დაზიანდნენ, რაც თავად არ უსვრია.

„აქ მოსული ერთი მოწმეც კი არ არსებიბს, ვინც შესაძლოა დამეზიანებინა... არც ერთ მოწმეს ისედაც არ გამოუშვერია ხელი ჩემკენ"

[ჰყვება რატომ გავიდა აქციაზე]

“ვნახე სამარცხვინო განცხადება და წამოვარდი სკამიდან, პარლამენტთან გასასველად, არავის ჩაუგდია ვიდეო წამოდიო, ჩემიდ გავიქეცი და ფეხი არ მომიცვლია 8 ღამის მანძილზე, მეტი უბრალოდ არ დამცალდა, რა გამოვიდა,ვინმემ მომიწოდა? სხვისი მითითებით და დავალებით წავედი? ზვიად ცეცხლაზე ორგანიზატორიო, ვიდეოა რომელსაც ხმა არ აქვს და თან არც მინახავს ეს ვიდეო 28 ნოემბერსაა ჩაწერილი მე ააქციაზე 28 ნოემბრიდან ვდგაავარ, ვინმეს მოწოდება არ დამჭირვებია"

„რა გამოდის, ტელეპატიურად გავიგე, რომ ზვიადი 28-ში რაღაც ვიდეოს ჩაწერდა და დავორგანიზდი?"

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG