რევაზ კიკნაძე ამბობს, რომ დააკავეს მეტროში და ლისზე ზეწოლისა და აღიარების ჩვენების მისაღებად აიყვანეს. ეს საათები ყველაზე მძიმედ და კოშმარულად ახსენდება.
ის იხსენებს დაკავების დღეს, 5 დეკემბერს და ამბობს, რომ ნაპოლეონის ორი ბრძოლის სახელი დაარქვა: ვატერლოო და აუსტერლიცი.
ის იხსენებს, როგორ გააჩერა ორმა პირმა მეტროში და წაართვეს ჩანთა, უთხრეს, რომ აქციებზე რომ დადიხარ ის დააშავეო... აიყვანეს ზევით და ჩასვეს მანქანაში:
„ძღოლმა თქვა, თავში წამოარყით არაფერი დაეტყობაო... წამიყვანეს ქალაქის გარეთ, ლისი იყო. იქ ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, დაიწყეს ჩემი შატნაჟი, რიგითობით ყოფდნენ თავს მანქანაში მაიძულებდნენ დამეწერა სამი გვარი: გვარამია, ჯაფარიძე და ხოშტარია... ვითომ ისინი მავალებდნენ მესროლა ყველაფერი, რაც ხელში მოხვდებოდათ, ისინი მაძლევდნენ ფულს....
ტრაქტორი მოსულია უკვე თხრის ორმოს და თუ არ დაწერ, ცოცხლად ჩაგმარხავთო, საჭესთან იჯდა აზერბაიჯანლი, ასლანას ეძახდნენ, მეუბნებოდა დიქტატურა რატომ არ მოგწონს,ა გერ ალიევია პრეზიდენტი და კარგად ვართო, დებილები ხართ, ვისაც დიქტატურა არ მოგწონთო"
მისივე თქმით, ამის შემდეგ დაკავების ოქმი ლისზე გააფორმეს. ერთმა უთხრა, მალე მოაწერე ხელი, თორემ „ამ ჩანთიდან რასაც გვინდა ამოგიღებთო".
ამის შემდეგ ჰყვება, რომ პოლიციელები ქალებზე სექსუალური შინაარსის ტერმინებით საუბრობდნენ: ამას ვუზამდი იმას ვუზამდი, ბორდელებზე საუბრობდნენ. „ასეთია ჩვენი პოლიცია, რომ იცოდეთ".
ის ჰყვება, რომ ზეწოლა განყოფილებაშიც გაგრძელდა. ერთმა უთხრა: „კლიზმაზე დავსვათ ან შამპანურის ბოთლზეო, მეორემ თქვა, შეიძლება გაეპაროს და ბინძური საქმეაო".
ისევ სამი პოლიტიკოსის გვარის დაწერას სთხოვდნენ, ამბობს კიკნაძე.
„გამხადეს ტანსაცმელი, საქმეში ჩააკერეს, დედას სხვა ტანსაცმელი გამოაგზავნინეს, მათ შორის იყო ყვითელი ბოტასები: პიდარასტი ხარო, რა ფერია, გვარამიამ გიყიდაო? აბა რა გგონიათ რა ხალხი დგას აქციებზეო, შემდეგ გაიგეს, რომ ევოლუშენში ვმუსაობდი და ამაზე დამიწყეს ბულინგი, არ უთხრა პატიმრებს გაგწეწავენო.. ამ უნიჭო დაცინვებში მონაწილოებდა ჭუმბურა... [პოლიციელი, ამბობს კიკნაძე] აქ რომ მოსულიყო, ვეტყოდი - სხვას როგორ დასცინი, როცა ყველაზე გულისამრევი საქმე გაქვს, ყოველ დღე სხვის უკანალში უნდა შეხო ცხვირი და პენისი გაუჩხრიკო, რამე არ ჰქონდეს".
რევაზ კიკნაძე:
„ერთ მათეს მიუსაჯეს მერე რა მოხდაო, ასე მიუსჯიან ერთ ლუკას ერთ ონისეს ბოლოს მოიხედავ და ქვეყანა გვექნება დაკარგული".
„ის ვინც გადაარჩენს ერთ სიცოცხლეს,ის გადაარჩენს მთელ ქვეყნიერებას - ბატონო მოსამართლე, იყავით შინდლერი და ნუ იქნებით ჰიმლერი"
რევაზ კიკნაძე:
„სანამ დროა გამოფხიზლდით, თვალს ნუ ხუჭავთ თითქოს ყველაფერი კარგად იყოს...თორემ მოვა დრო და თქვენს გვერდით აღარავინ იქნება.. როცა სახლს ცეცხლი ეკიდება გულგრილად უნდა ვუცქიროთ იმ იმედით, რომ თავისით ჩაქრება?"
„ამბროსი ხელაიას ხსენების გამო არ დამასწრებს ჩემს სხდომებს და რატომ არ მომისმენია"
„არც ის ენდომებოდათ ცრუ მოწმეებისთვის დამესვა კითხვები და დაეჭვოდ დაემთხვა ჩემი გაგდება მათ გამოცხადებას... სადაც გავჩერდი იქიდან გავაგრძელებ"
„მაშინ ამბროსი იმიტომ ვახსენე, რომ ჩვენს საქმესთან ჰქონდა კავშირი, ისიც მთელი ცხოვრება რუსებს ებრძოდა".
[ამის შემდეგ რევაზ კიკნაძე ამბროსი ხელაიას ცხოვრებიდან რამდენიმე ბიოგრაფიულ დეტალს იხსენებს, კითხულობს მისი დაკავების შესახებ ბრალის დადგენილებას"]
„რამეს ხომ არ გახსენებთ? ისევ რუსები გვასამართლებენ...."
რევაზ კიკნაძე:
„გიყვარდეთ ადამიანი, იზრუნეთ ადამიანზე და თქვენივე ცხოვრება გახდება აზრიანი, დედამიწას სიყვარული ატრიალებს, სოლიდარობას ალერნატივა არ აქვს...."
„ვისურვებდი ვიცხოვროთ ისე, რომ მე გახდეს ჩვენ, ჩვენ გრუტი ვართ"
ფორუმი