Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/08/2025)

ადვოკატების დასკვნითი სიტყვების ეტაპი გრძელდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე, მოსალონდელია, რომ დღესვე იტყვიან საბოლოო სიტყვებს დაკავებულებიც განაჩენამდე რამდენიმე დღე რჩება, 11-ვეს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

11:32 29.8.2025

სხდომა დამსწრეებისთვის გახსნეს, წუთიწუთზე დაიწყება, იქამდე დაკავებულების ოჯახის წევრები ბრალდებულებს ელოდებიან, რომ ტრადიციული მისალმების ეპიზოდი დაიწყოს .

11:33 29.8.2025

სხდომა გაიხსნა.

11:37 29.8.2025

დღევანდელ სხდომას ესწრებიან რევაზ კიკნაძის ოჯახის წევრები. მათი ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე კიკნაძეს მოსამართლე დასწრების უფლებას მისცემს. სტუდენტი კიკნაძე ბოლო სხდომებს არ დასწრებია. ის მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის მიზეზით გააძევა და შუამდგომლობების მიუხედავად არ დააბრუნა.

ბრალდებულებს შორის ახლა რევაზ კიკნაძე არ არის, თუმცა ადვოკატის, გუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, ბადრაგებმა ის მოიყვანეს და სასამართლოს საკანში იცდის. მოსამართლე აკმაყოფილებს ადვოკატის მოთხოვნას, დაბრუნდეს რევაზ კიკნაძე სხდომაზე. რამდენიმეწამიანი შესვენება გამოცხადდა, რათა კიკნაძე საკნიდან დარბაზში ამოიყვანონ.

სხდომათა დარბაზში ზის მისი ბებო და ძალიან ღელავს. გვეუბნება, რომ ერთ თვეზე მეტია შვილიშვილი არ უნახავს. ჩანთიდან ხელსახოცს იღებს და თვალებს იწმენდს.

11:38 29.8.2025

11:30 - სხდომა დამსწრეებისთვის გახსნეს, სხდომა წუთიწუთზე დაიწყება, იქამდე დაკავებულების ოჯახის წევრები ბრალდებულებს ელოდებიან, რომ ტრადიციული მისალმების ეპიზოდი დაიწყოს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG