Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/08/2025)

ადვოკატების დასკვნითი სიტყვების ეტაპი გრძელდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე, მოსალონდელია, რომ დღესვე იტყვიან საბოლოო სიტყვებს დაკავებულებიც განაჩენამდე რამდენიმე დღე რჩება, 11-ვეს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

11:38 29.8.2025

11:33 - სხდომა გაიხსნა.

11:39 29.8.2025

რევაზ კიკნაძე სხდომათა დარბაზში შემიყვანეს. მას ოჯახის წევრები ესალმებიან. სხდომა გრძელდება.

11:44 29.8.2025

ადვოკატი ნათია კობახიძე განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ე.წ. პრემიერმა 29 აგვისტო დასვენების დღედ გამოაცხადა, ამის მიუხედავად კი ნინო გალუსტაშვილი სხდომას მაინც ატარებს..

ადვოკატი: თქვენს სახეზე ძალიან ხშირად ვხედავ ირონიულ ღიმილს და ძალიან ვღიზიანდები, მაგრამ პატივს ვცემ ჩემს პოზიციას, სინდისის პატიმრებს და არ მინდა ყველა ჯერზე თქვენი სახე დავაფიქსირო.

თქვენ თქვით, რომ ვმუშაობთ ყველა.. მე გითხარით, რომ თუ სასამართლო სრული დატვირთვით არ იმუშავებს, ჩვენ დავტოვებდით ამ სხდომას... ჩვენ გავალთ თუ არ გავალთ ამას არ აქვს პრობლემა... სალომე არდოტელი[სახაზინო ადვოკატი] სად არის ესწრება სხდომას? ეგებ გამოჩნდეს? იქნებ რამის თქმა უნდათ სინდისის პატიმრებს?

მოსამართლე: დისტანციურად ერთვება

ადვოკატი: ვიცით, უკვე რასაც გააკეთებს სასამართლო, თქვენი ხელმძღვანელობით.. აქედან გამომდინარე, რადგან პატივს ვცემ სინდისის პატიმრებს და დამსწრე საზოგადოებას, რომელიც დარბაზშია, გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ გვქონდა, რომ დარბაზი უნდა დაგვეტოვებინა, ჩვენ ვრჩებით დარბაზში, მაგრამ სირცხვილი თქვენ...

მოსამართლე: შეურაცხმყოფელი ხომ არაა მსგავსი ტერმინოლოგიის გამოყენება სასამართლოს კონტექსტში?

ადვოკატი: შეურაცხმყოფელი ეს არ არის, როცა წინა სხდომაზე რამდენიმე ადვოკატი ამბობდა დასკვნით სიტყვას, თქვენს სახეზე ირონიული ღიმილი, მიმიკები

[მოსამართლე აწყვეტინებს, აგრძელებს ადვოკატი]

ადვოკატი: მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ სახე და ირონიული ღიმილი ნუ იქნება თქვენს სახეზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ

მოსამართლე: უხერხულია, ის რომ მოსამართლის სახე არ მოგწონთ, მსგავსი კომენტარის გაკეთების უფლებას ,ეს არ გაძლევთ.

11:45 29.8.2025

11:33 - დღევანდელ სხდომას ესწრებიან რევაზ კიკნაძის ოჯახის წევრები. მათი ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე მას მოსამართლე დასწრების უფლებას მისცემს. სტუდენტი კიკნაძე ბოლო სხდომებს არ დასწრებია. ის მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის მიზეზით გააძევა და შუამდგომლობების მიუხედავად არ დააბრუნა.


ბრალდებულებს შორის ახლა რევაზ კიკნაძე არ არის, თუმცა ადვოკატის, გუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, ბადრაგებმა ის მოიყვანეს და სასამართლოს საკანში იცდის. მოსამართლე აკმაყოფილებს ადვოკატის მოთხოვნას, დაბრუნდეს რევაზ კიკნაძე სხდომაზე. რამდენიმეწამიანი შესვენება გამოცხადდა, რათა კიკნაძე საკნიდან დარბაზში ამოიყვანონ.


სხდომათა დარბაზში ზის მისი ბებო და ძალიან ღელავს. გვეუბნება, რომ ერთ თვეზე მეტია შვილიშვილი არ უნახავს. ჩანთიდან ხელსახოცს იღებს და თვალებს იწმენდს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG