11:38 - რევაზ კიკნაძე სხდომათა დარბაზში შემიყვანეს. მას ოჯახის წევრები ესალმებიან. სხდომა გრძელდება.
11:39 - ადვოკატი ნათია კორკოტაძე განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ე.წ. პრემიერმა 29 აგვისტო დასვენების დღედ გამოაცხადა, ამის მიუხედავად კი ნინო გალუსტაშვილი სხდომას მაინც ატარებს..
ადვოკატი: თქვენს სახეზე ძალიან ხშირად ვხედავ ირონიულ ღიმილს და ძალიან ვღიზიანდები, მაგრამ პატივს ვცემ ჩემს პოზიციას, სინდისის პატიმრებს და არ მინდა ყველა ჯერზე თქვენი სახე დავაფიქსირო.
თქვენ თქვით, რომ ვმუშაობთ ყველა.. მე გითხარით, რომ თუ სასამართლო სრული დატვირთვით არ იმუშავებს, ჩვენ დავტოვებდით ამ სხდომას... ჩვენ გავალთ თუ არ გავალთ ამას არ აქვს პრობლემა... სალომე არდოტელი[სახაზინო ადვოკატი] სად არის ესწრება სხდომას? ეგებ გამოჩნდეს? იქნებ რამის თქმა უნდათ სინდისის პატიმრებს?
მოსამართლე: დისტანციურად ერთვება
ადვოკატი: ვიცით, უკვე რასაც გააკეთებს სასამართლო, თქვენი ხელმძღვანელობით.. აქედან გამომდინარე, რადგან პატივს ვცემ სინდისის პატიმრებს და დამსწრე საზოგადოებას, რომელიც დარბაზშია, გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ გვქონდა, რომ დარბაზი უნდა დაგვეტოვებინა, ჩვენ ვრჩებით დარბაზში, მაგრამ სირცხვილი თქვენ...
მოსამართლე: შეურაცხმყოფელი ხომ არაა მსგავსი ტერმინოლოგიის გამოყენება სასამართლოს კონტექსტში?
ადვოკატი: შეურაცხმყოფელი ეს არ არის, როცა წინა სხდომაზე რამდენიმე ადვოკატი ამბობდა დასკვნით სიტყვას, თქვენს სახეზე ირონიული ღიმილი, მიმიკები
[მოსამართლე აწყვეტინებს, აგრძელებს ადვოკატი]
ადვოკატი: მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ სახე და ირონიული ღიმილი ნუ იქნება თქვენს სახეზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ
მოსამართლე: უხერხულია, ის რომ მოსამართლის სახე არ მოგწონთ, მსგავსი კომენტარის გაკეთების უფლებას, ეს არ გაძლევთ.
11:45 - დასკვნით სიტყვას ამბობს ონისე ცხადაძის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე. ის საუბარს მისი დაცვის ქვეშ მყოფის პიროვნების დახასიათებით იწყებს და იხსენებს მისი გამოსვლიდან ამონარიდს. ეს განცხადება ონისე ცხადაძემ მამის დაკრძალვის შემდეგ პირველ სხდომაზე გააკეთა:
„აუცილებლად უნდა დავიწყო ონისეს სიტყვებით, იმ სიტყვებით რაც მისთვის მძიმე დღეებში სასამართლოზე თქვა. მინდა სანამ სამართლებრივ ნაწილზე გადავალ, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ და გაჩვენოთ ვის მიმართ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება.
ონისეს ციტირება: ეს, რაც მოხდა, ჩემი პირადი ტრაგედიაა და ადრე თუ გვიან ეს ჩემი და ჩემი ოჯახის სატარებელი იქნება, მეტი არავის. მე არ ვაპირებ რომ არ გაპატიოთ, ადამიანურად. მე არ მექნება არავის მიმართ ბოღმა, ღვარძლი და მტრობა.
მე უარესსაც ველოდები, ხვალ შეიძლება მე არ ვიყო. ასეთი ბრძოლაა, რა უჭირს მე რომ ხვალ არ ვიყო და ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ ეგ მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს.
აი ეს ადამიანია დღეს საბრალდებო სკამზე და ამ ადამიანს ემუქრება 4-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რომლისთვისაც სამშობლო და საკუთარი ქვეყანა არის უპირატესი, ვიდრე თავისი თავი".
ონისე ცხადაძის ადვოკატის თქმით, მისი დასკვნითი სიტყვა ხუთი თავისგან შედგენა. ის დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების გარემოებებზე საუბრობს და დეტალების აღწერით ცდილობს მოსამართლეს აჩვენოს, რომ ჩხრეკისა და დაკავების შუამდგომლობები მაგალითია, როგორ პირობებში მიმდინარეობდა გამოძიება, რომ დოკუმენტებში მოცემული დროები არარეალურია და შეუძლებელია ამ დროში გამომძიებლებს სრულყოფილი მოქმედებები ეწარმოებინათ.
ფორუმი