ლაშა ცუცქირიძის თქმით, საქმეში ამ დრომდე არ დევს კომპიუტერული ექსპერტიზის დაკსვნები. ამას ჰპირდებოდა მხარეს პროკურატურა, თუმცა 9 თვის თავზეც საქმეში არაფერი დევს.
ადვოკატი მთავარი გამომძიებლის არსენ ხუნაშვილის ცვენებას აფასებს, რომელმაც თქვა, რომ შსს-ს სტრატკომიდან ვიდეოები სრულად არ ამოიღეს და ამოარჩიეს, რადგან „ამის რესურსი არ ჰქონდათ".
მისი თქმით, ამ სისხლის სამართლის საქმეში დაკითხეს გამომძიებლები ნარკოტიკების სამმართელოდან, ანუ მინიმუმ ორი დეპარტამენტი მუშაობდა, თუმცა არსენ ხუნაშვილმა ან თავად ჩათალა და არ ამოიღო ვიდეოები სრულად ან „სპეციალურად არ გააკეთა".
ვვარაუდობ, რომ არ სურდათ თქვენ გენახათ ის უპრეცედენტო და მასშტაბური ძალადობა, რომელიც ფიქსირდებოდა ვიდეოებში და ამიტომ არ ამოიღეს სრული ვიდეო მასალა", - ამბობს ადვოკატი.
ადვოკატი ამბობს, რომ მეორე თავზე გადავიდა და ამ თავში განიხილავს არსებითი განხილვის ეტაპზე მიმდინარე სამართლებრივ უფლებებს. ის აცხადებს, რომ ბრალდებულები პატიმრობაში უსაფუძვლოდ იყვნენ.
ადვოკატი ამბობს:
„მინდა სრულყოფილად დავეთანხმო საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, თქვენს მიერ გადასინჯული ან ჩვენს მიერ დაყენებული შუამდგომლობის ფარგლებში აღკვეთის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნას.
დღესაც მიმაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაყენებული შუამდგომლობები იყო საფუძვლიანი და დასაბუთებული, თუმცა ყველა ჯერზე თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ პასუხობდა კონვენციის მე-5 მუხლით დადგენილ სტანდარტებს, განგრძობადი პატიმრობის ლეგიტიმურ და ჭეშმარიტ მიზნებს.
ამავე კონტექსში კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თქვენი აცილების თითოეული შუამდგომლობა, რაც ჩვენს მიერ იქნა დაყენებული მომდინარეობდა საფუძვლიანი ეჭვიდან და შესაბამისად გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო სათანადოდ, ანუ თქვენ უნდა აგეცილებინათ თავი აღნიშნული საქმის განხილვიდან, აქაც განვმეორდები, რომ კვლავ იგივე აზრზე ვრჩები, რომ ჩვენი შუამდგომლობები ამ ნაწილში იყო დასაბუთებული".
ფორუმი