„არ არსებობს მოწმე, არ არსებობსბ ჩვენება, არ არსებობს მტკიცებულება, სამაგიეროდ არსებობს არსენ ხუნაშვილის ჩვენება, ოქროს მოწმის, რომელმაც თქვა, რომ კავშირი არ დასტურდება", - შეაჯამა ადვოკატმა.
ლაშა ცუცქირიძე იწყებს ამ დანაშაულია მეორე კომპონენტის ორგანიზებულობის შეფასებას. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ამ საქმეში არაა ორგანიზებულობის, ორგანიზატორებისგან დავალების მიღებისა და შესრულების მტკიცებულება:
„თუნდაც დავუშვათ, რომ არსებობდა ორგანიზებული ჯგუფი, რა არის სამოქმედო გეგმა ორგანიზებული ჯგუფის, რომელსაც იცნობდა და იზიარებდა ონისე, დადგენილი არ არის. რა როლი უნდა ჰქონოდა ან რა როლი ჰქონდა ონისეს არ ვიცით, ვინმემ მიიყვანა თუ არა ონისე არ ვიცით, რეალურად კი ონისე დგას მარტო, არ ემორჩილება ადგილზე არავის, არავინ უთითებს რაიმეს და არავის უთითებს რაიმეს, არ ეხმარება ვინმეს და არ აქვს იქ მყოფ აქციის მონაწილეებთან არანაირი ვერბალური კავშირი და არც მათ აქვთ ონისესთან რაიმე კავშირი. რა თქმა უნდა იმ ადგილზე არ არიან ორგანიზატორებად და ხელმძღვანელებად ბრალში მოხსენებული პირები. და პირდაპირი გაგებით, ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი, არც ზურგჩანთით, არც ხელჩანთით, არც ჯიბეში და ხელში არსებული რაიმე უკანონო ნივთიერებით შეიარაღებული არ იმყოფება ადგილზე", - ამბობს ადვოკატი.
ლაშა ცუცქირიძის თქმით, „არ დადგენილა არცერთი მტკიცებულებით სამართლებრივი დაშვების ფარგლებში თითქოს და არსებული ორგანიზებულ ჯგუფთან რაიმე კავშირი, მითითებების შინაარსი, დრო და ადგილი, შესაბამისად გვაქვს ლეგიტიმური კითხვა - ასეთ პირობებში, ვისი და რა მითითება შეასრულა ონისე ცხადაძემ?".
ადვოკატი ამბობს, რომ არანაირი მტკიცებულება არაა წარმოდგენილი, რომ ადგილზე პოლიციელები იდგნენ, თანაც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვიდეოებში კარგად ისმის, როგორ იგინებიან, იმუქრებიან მოკვლით და გაუპატიურებით.
ფორუმი