დასკვნით სიტყვას ამბობს ადვოკატი, შოთა თუთბერიძე
„მოდით, განვიხილოთ ვიდეოებთან დაკავშირებული უხერხულობა", - ამბობს შოთა თუთბერიძე და აგრძელებს:
„პროკურორები გვიმტკიცებდნენ, რომ ვიდეოები მათ კონფიდენტმა მიაწოდა, უცნობმა პირებმა გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა, გარკვეულ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის გადაღებული ყოფილა და „შემთხვევით“ აღმოჩნდა სოციალურ ქსელში...
მე შეურაცხყოფად მივიღებდი ამას, რადგან ამ ვიდეოების საფუძველზე სასამართლომ განჩინებები გასცა და ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი, საიდან აღმოჩნდა შემთხვევით გადაღებული კადრები უცებ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში.
ასევე ჩვენ ვერ დავადგინეთ, როდის არის ეს ვიდეოები გადაღებული, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბრალდებულს საქმეში უწერია თარიღები, თუ როდის იყვნენ აქციაზე.
თქვენ ვერ ნახავთ საქმეში ვერც ერთ მტკიცებულებას, რომელიც მიგანიშნებთ და მომგცემთ გადამოწმების საშუალებას, რომ ვიდეო გადაღებული 29 ნოემბერს და არა 19 ივნისს.
თქვენ არ მოგისმენიათ და ვეღარ მოისმენთ განმარტებებს, მტკიცებულებები, რომელიც წარმოგიდგინათ პროკურატურამ რა საპოლიციო მოქმედებებით არის მოპოვებული და დამაგრებული საქმეზე".
შოთა თუთბერიძე ლაშა ცუცქირიძის მსგავსად საქმეში სავალდებულო ადვოკატების ძალით ჩართვის შემთხვევას იხსენებს.
„დღემდე თქვენ ეს ადვოკატები იძულებით გყავთ საქმეში და მათი და ბრალდებულების სურვილის საწინააღმდეგოდ... თქვენ აბსოლუტურად ბუნდოვან და გაუგონას საფუძვლებზე დაყრდნობით, იიმის შიშით, რომ ჩვენ სხდომა არ დაგვეტოვებინა და ვადა არ გაგქცეოდათ უპრეცედენტო პრაქტიკა დანერგეთ".
ადვოკატის თქმით, მოსამართლემ ამ საქმის განხილვის დროს საპროცესო წესები დაარღვია.
„თქვენ არ მოგვეცით საშუალება გამოგვეკვლია დაცვის მხარის მტკიცებულებები, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ ეს მტკიცებულებები უდაოდ გახადა ეს შეიძლება სასამართლოს პრაქტიკაში თანხვედრაშია, მაგრამ სხვა პროცესზე სადაც მე ადვოკატი ვარ თქვენ მოსამართლე და პროკურორი ვაჟა თოდუა ბრალდებას მხარეს მიეცით გამოეკვლია ნივთიერი მტკიცებულებები, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ ეს მტკიცებულებები უდავოდ გახადა. როცა განმარტება გთხოვეთ, თქვენგან მივიღე პასუხი - დავასრულოთ ბატონო შოთა"
ფორუმი