Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/08/2025)

ადვოკატების დასკვნითი სიტყვების ეტაპი გრძელდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე, მოსალონდელია, რომ დღესვე იტყვიან საბოლოო სიტყვებს დაკავებულებიც განაჩენამდე რამდენიმე დღე რჩება, 11-ვეს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

13:09 29.8.2025

მხოლოდ ჯგუფში ყოფნა არ ნიშნავს ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას - სტრასბურგის პრაქტიკას იშველიებს ირმა ჭკადუა და ამბობს, რომ ბრალდების მხარე ცდილობდა სასამართლო დაერწმუნებინა იმაში, რომ ბრალდებულებმა „ჩაიდინეს დანაშაულები, რომლებიც მათ არ ჩაუდენიათ".

„ვერც ერთმა პოლიციელმა ვერ მიუთითა, რომ კონკრეტულად თეთრაშვილმა მათ რაიმე დაზიანება მიაყენა, ან მათ დაენახათ, რომვალერი თეთრაშვილმა ჩაიდინა რაიმე ქმედება. ჩვენ ვნახეთ პოლიციელები, რომლებმაც უბრალოდ დაათვალიერეს ვიდეოები და მათივე ინტერპრეტაციით წარმოადგინეს, თავისი მოსაზრეები. ეს მოწმეები იმდენად უსუსრები არიან... მოწმე, რომელიც სამი საათი იმყოფებოდა ვალერი თეთრაშვილთან ერთად, ვერ შეძლო სასამართლოსთვის ეჩვენებინავალერი თეთრაშვილი. აქ ჩანს დამოკიდებულება და ის, რომ ეს საქმე სპონტანურად შეიქმნა და ბრალდების მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამოგონილი ბრალდებით დაეკავებინა ეს ადამიანები, რომ შეეშინებინა სხვა ადამიანები, რომ ჰქონოდა მსუსხავი ეფექტი, მაგრამ მსუსხავი ეფექტიც ვერ იქონია", - ამბობს ჭკადუა.

13:11 29.8.2025

ირმა ჭკადუას თქმით, ბრალდება არის ბუნდოვანი და არ ეყრდნობა მტკიცებულებების მაღალ სტანდარტს.

მისივე განცხადებით, ვალერი თეთრაშვილი სადაოდ არ ხდის იმას, რომ ვიდეოზე ნამდვილად თავად არის, ის არ უარყოფს აქციაზე ყოფნას, თუმცა „ვარაუდი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი".

„თუ ოკეანეა სავსე ეჭვებით განაჩენი უნდა იყოს გამამართლებელი"

„სამართალი ვერ აშენდება ვარაუდით, ის დგას ჭეშმარიტებაზე და ჭეშმარიტება არის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის უდანაშაულო".

13:15 29.8.2025

ირმა ჭკადუა ამბობს, რომ ვიდეოჩანაწერი ბუნდოვანია, ის არ გულისხმობს, რომ ვიდეოში ვალერი თეთრაშვილის მოქმედება არ ჩანს, არამედ იმას, რომ ამ ქმედებას არ მოჰყოლია შედეგი, ეს საქმიდან არ ჩანს და ბრალდებამ ვერ დაადასტურა.

„თქვენ უნდა გასცეთ ყველა იმ კითხვას პასუხი, რომელსაც დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე აყენებდა და ვერ წარმოადგინა ბრალდების მხარემ... სასამართლომ უნდა უარყოს დაცვის მხარის არგუმენტები და დაადასტუროს ბრალდების...

ვინ იყო ორგანიზატორი, სად რა დროს როდის მისცეს დავალებები, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფნა რომელი დავალება მიიღო, სად მიიღო ვისგან და სად შეასრულა ის", - ამბობს ადვოკატი.

13:19 29.8.2025

ირმა ჭკადუა სხვა ადვოკატების მსგავსად მსჯელობს, რა ითვლება ჯგუფურ ძალადობად და მოიხმობს სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკებს, საბოლოოდ კი გამოყოფს იმ კომპონენტებს, რაც გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში პროკურატურას უნდა დაემტკიცებინა.

„თუ არ დასტურდება ერთმანეთთან კავშირი, ნაცნობობა, ორგანიზებული ხასიათი, სასამართლომ უნდა გამოიტანოს გამამართლებელი გადაწყვეტილება... თუ პირები მოქმედებდნენ სპონტანურად ვითარების გამომდინარე უნდა გამოირიცხოს ორგანიზებულობა", - კითხულობს უზეანეს სასამართლოს პრაქტიკას ირმა ჭკადუა.

[რას ნიშნავს პრაქტიკები - ეს არის იდენტურ მუხლზე უკვე არსებული გადაწყვეტილებები, რომელზეც პრაქტიკა დაადგინა უზენაესმა, ანუ განსაზღვრა რა შემთხვევაში დასტურდება დანაშაული, სწორედ ამ ჩანაწერებს მოიხმობენ ადვოკატები დასკვნითი სიტყვების ეტაპზე].

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG