უკრაინისთვის რეპარაციის გადახდის გარეშე რუსეთი ვერ მიიღებს თავის გაყინულ აქტივებს - აცხადებს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი კაია კალასი.
"ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების არსებობის პირობებში ამ აქტივებისთვის რუსეთის დაბრუნება ჩვენთვის წარმოუდგენელია, თუკი ის უკრაინას რეპარაციას არ გადაუხდის", - კალასის ამ სიტყვებს ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.
შაბათს ევროკავშირის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები კოპენჰაგენში მართავენ არაოფიციალურ შეხვედრას, რომელზეც აპირებენ განიხილონ ევროკავშირის ქვეყნებში გაყინული რუსული აქტივების საკითხი.
ევროპაში და "დიდი შვიდეულის" ქვეყნებში გაყინულია 210-220 მილიარდამდე ევროს ოდენობის რუსული აქტივები. მათი უდიდესი ნაწილი მოდის სახელმწიფო რეზერვებზე, რომლებიც ძირითადად განთავსებულია ბელგიურ პლატფორმა Euroclear-ზე.
მსხვილი თანხებია დაბლოკილი საფრანგეთშიც - დაახლოებით 19 მილიარდი ევრო. გერმანიამ სუვერენული სახსრებიდან გაყინა 210 მილიონამდე ევრო. რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების გარდა, სანქციები შეეხო რუსეთის ბიზნესმენების და კომპანიების კერძო ქონებასაც - მისი მოცულობა შეადგენს 24 მილიარდამდე ევროს.
ამ აქტივების მართვიდან მიღებულ მოგებას ევროკავშირი ნაწილობრივ უკრაინას ურიცხავს. 2025 წლის პირველ ნახევარში კიევმა ამ გზით მიიღო 10 მილიარდ ევროზე მეტი.
ფორუმი