Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაზრეთში არჩილ მუსელიანცის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა


აქცია-მსვლელობა დაბა კაზრეთში. 31 აგვისტო
აქცია-მსვლელობა დაბა კაზრეთში. 31 აგვისტო

პროევროპული აქციებისას დაკავებული არჩილ მუსელიანცის მშობლიურ დაბა კაზრეთში, 31 აგვისტოს მისი მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართა.

აქციის მონაწილეები თბილისიდან, რესპუბლიკის მოედნიდან, დილით ადრე, დროშებითა და მხარდამჭერი ბანერებით დაიძრნენ.

მსვლელობისას დაარიგეს გაზეთები "თავისუფლების ხმა ციხიდან", რომლებშიც აქციებზე დაკავებულთა ამბები, მათი წერილებია დაბეჭდილი.

აქციის მონაწილეები დაბა კაზრეთში. 31 აგვისტო, 2025 წელი
აქციის მონაწილეები დაბა კაზრეთში. 31 აგვისტო, 2025 წელი

პროევროპული აქციების მიმდინარეობისას თბილისში სათვალთვალო კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებულ არჩილ მუსელიანცს 22 აგვისტოს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე გიორგი არევაძემ.

პატიმრობაში მყოფმა არჩილ მუსელიანცმა 2025 წლის ეროვნული გამოცდები ჩააბარა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.

29 წლის არჩილ მუსელიანცი თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, გასული წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას.

ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი ამბობს, რომ მას რამდენიმე დღის განმავლობაში იზოლატორიდან იზოლატორში ეძებდა და როცა საბოლოოდ დიღმის მესამე სამმართველოში მიაკვლია, უკვე სისხლის სამართლის წესით დაკავებული დახვდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG