Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (02/09/2025)

12:00-ზე სათათბიროდან დაბრუნებული მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ჯგუფური ძალადობის საქმეზე, სადაც 8 დემონსტრანტია ბრალდებული, განაჩენს გამოაცხადებს.

12:39 2.9.2025

12:35 - აგრძელებს დასაბუთებას მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი 225 მუხლის პირველ და მეორე ნაწილზე საუბარს, თუ რას ნიშნავს ეს მუხლები და რა შემთხვევაში მტკიცდება, რომ ამ მუხლითაა ჩადენილი დანაშაული. ის აცხადებს, რომ კომპონენტები სჭირდება.

მოსამართლე კითხულობს წინადადებას სტრასბურგისა და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან, თუ კვალიფიკაცია არასწორია, მოსამართლე ვალდებულია შეცვალოს ის.

12:33 2.9.2025

თამარ მჭედლიშვილი ზვიად ცეცხლაძის სახლის ჩხრეკაზე გადავიდა, რომელსაც ადვოკატი ვერ დაესწრო.

„დაკავებას ესწრებოდა ადვოკატი, თუმცა დაკავების ოქმზე მას არ ჰქონდა შენიშვნა, რომ რამეში შეეზღუდა ხელი".

„ბატონმა შოთამ დააყენა საკითხი, რომ დარღვეული იყო სასამართლოსგან უფლება კიტხვის განრიდებასთან დაკავშირებით", - ამბობს მოსამართლე და აზუსტებს რაზეა საუბარი. ერთ-ერთ სხდომაზე ადვოკატმა იკითხა, ვინ არის სანდო კონტაქტი, ეს კითხვა მოსამართლემ განარიდა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საიდუმლო დოკუმენტზე მიუთითა, მათივე თქმით, დოკუმენტი არსადაა ატვირთული, მოსამართლე მათ დაეთანხმა.

მჭედლიშვილი ასაბუთებს, რატომ არ დაურღვევია არანაირი უფლება და მოიხმობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

12:28 2.9.2025

„სასამართლო შეაფასებს ვეფხია კასრაძის და ვასილ კაძელაშვილთან მიმართებით დათვალიერების ოქმებს", - ამბობს მოსამართლე და ამის შემდეგ სხვა ბრალდებულებსაც ჩამოთვლის, იგივეს ამბობს, რომ მათი ვიდეოების დათვალიერების ოქმებსაც შეაფასებს.

მოსამართლის თქმით, დაიკითხნენ ვიდეოების მომპოვებელი პირები, გამომძიებლები, რომლებმაც ვიდეოს დათვალიერებები ჩაატარეს...„ის პირები კი რომლისგანაც ვიდეოები გამოითხოვეს[შსს-ს ოპერატორები] დაცვის მხარემ უდავოდ ცნო", - ამბობს მჭედლიშვილი.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები", - ამბობს მოსამართლე და იგივეს ამბობს, რომ ამ ექსპერტიზების შედეგებსაც შეაფასებს.

მოსამართლე აპერიფრაზებს ვიდეოზე მონტაჟის შესახებ დასმულ კითხვებს და პასუხებს და აცხადებს მოწმეებზე დაყრდნობით: მათ აღნიშნეს, რომ მონტაჟის კვალი არ იყო იერსახეზე.

„კვლევა ჩატარდა მონტაჟთან მიმართებით თუ არა არ არის მითითებული, რადგან ექსპერტებმა განმარტეს, რომ ამაზე კითხვა არ იყო დასმული და გამოსახულებას მონტაჟის კვალი არ ჰქონდა".

ამის შემდეგ, მოსამართლემ განიხილა დაცვის მხარის ალტერნატიული ექსპერტიზები, სადაც ნათქვამია, რომ კადრიდან კადრზე არის წყვეტა, თუმცა ვიზუალზე მონტაჟის კვალი არაა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ვიდეოგრამაზე არიან ბრალდებულები, თუმცა არის თუ არა ვიდეოზე მონტაჟი, დაცვის მხარის ექსპერტიზაც აჩვენებს, რომ მონტაჟი არაა....[ისევ აგრძელეს, მაგრამ აღარ ისმის რას ამბობს, გადაბმულ კადრებზე ამახვილებს ყურადღებას].

12:25 2.9.2025

მჭედლიშვილი ამბობს, რომ ყურადღებას მიაქცევს საგამოძიებო ოქმებს, ვიდეოების დათვალიერების ოქმებს, შსს-ს სტრატკომიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებსაც და ერთობლიობაში შეაფასებს.

ის საუბრობს ზვიად ცეცხლაძის დათვალიერების ოქმზე, რომელიც არსენ ხუნაშვილმა ჩაატარა. მოსამართლის თქმით, გამომძიებელმა დაათვალიერა ზვიად ცეცხლაძის სოციალურ ქსელში დადებული ვიდეო.

მჭედლიშვილი თქმით, ვიდეომტკიცებულება იყო უხმო, თუმცა დათვალიერების ოქმს მაინც შეაფასებს, სადაც ამ უხმო ვიდეოს შინაარსია გადმოტანილი, იქამდე სანამ სასამართლოში უხმოს წარადგენდნენ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG