Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (02/09/2025)

12:00-ზე სათათბიროდან დაბრუნებული მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ჯგუფური ძალადობის საქმეზე, სადაც 8 დემონსტრანტია ბრალდებული, განაჩენს გამოაცხადებს.

12:22 2.9.2025

12:20 - მოსამართლე ამბობს:

„მინდა ყველა მტკიცებულებას მოკვლედ შევეხო, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, სასამართლო დაეყრდნობა იმ მტკიცებულეებს, რომლებიც მხარეთა მონაწილეობის გამოვიკვლიეთ'.

მოსამართლე პირველ რიგში დაზარალებელი პოლიციელების ჩვენებებს აფასებს. ის ამბობს, რომ პოლიციელები მიუთითებდნენ სხვადასხვა თარიღს, რომ იყვნენ რუსთაველის გამზირზე, ასრულებდნნე სამსახურებრივ მდგომარეობას, მიმდინარეობდა აქცია.

„ყველა მიუთითებს, რომ აქცია იყო თავიდან მშვიდობიანი და შემდეგ მიიღო აგრესიული ხასიათი".

მოსამართლე აქციების დროს მიყენებულ ზიანზეც ამახვილებს ყურადღებას, ეს იქნება პარლამენტის შენობა, ნაგვის ურნები, საგზაო ნიშნები თუ სხვა...

12:20 2.9.2025

12:19 - განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლე განმარტებას აკეთებს. ის ამბობს, რომ ნებისმიერ წამოძახილზე მოახდენს რეაგირებას.

12:20 2.9.2025

12:19 - ადვოკატები ამბობენ, რომ გამოცხადებისას იდგებიან ფეხზე ბრალდებულებთან ერთად, უარს ამბობს მოსამართლე

12:18 2.9.2025

12:18 - ყველა დამსწრე იკავებს თავის ადგილს. იწყება განაჩენის გამოცხადება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG