განაჩენის გამოცხადებამდე: რა უნდა იცოდეთ 8 დემონსტრანტის საქმეზე
12:02 - „მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი შემოვიდა, დაბრძანდით, ქალბატონო", - ამბობს მანდატური. ბრალდებულების მშობლები, მეგობრები, დები, შვილები, ცოლები ადგილებს იკავებენ.
12:04 - დარბაზის კარი დაიკეტა.
„რაც არ უნდა ვთქვას მოსამართლემ, ძალიან გთხოვთ, არც ტაში არაფერი, რაც არ უნდა იყოს, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი შვილები გავაცილოთ, თორემ გაგვყრის გარეთ და სულ ისე დავრჩებით... თორემ ხომ იცით, რომ თქვენი ყველაზე დიდი იმედი გვაქვს, თქვენ ხართ ჩვენი გულშემატკივრები, თქვენ გვაძლიერებთ", - ამჯერად თორნიკე გოშაძის დედა მარიზი კობახიძე მიმართავს დამსწრეებს.
12:08 - შემოსასვლელ კართან დიდი რიგია. ადამიანების ნაწილი შესვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.
ფორუმი