Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბა სხვიტარიძის საქმე - ლაივბლოგი (03/09/2025)

საბა სხვიტარიძის განაჩენის გამოცხადებას დღეს ელიან. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია ჯერ მის დასკვნით სიტყვას მოისმენს.

10:57 3.9.2025

მოსამართლე განმარტავს, რომ ჯარიმა ვერ გამოიყენა, რადგან ბრალდებულს უკვე ჰქონდა გადაუხდელი ჯარიმა, რომელიც ქმნის რეციდივს და გულისხმობს ერთი წლით მეტი სასჯელის დანიშვნას. მინიმუმი არის ერთი წელი, კიდევ მინიმუმი ერთი წელი და ჯამში, ორი წელი.

„თავს იმართლებთ", - მიმართავენ მოსამართლეს დამსწრეები.

10:55 3.9.2025

„სასწორზე დგას საქართველოს მომავალი, ჩემი სასჯელი არაფერია ამასთან... თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება ტყვეებს", - დაასრულა სიტყვა საბა სხვიტარიძემ.

10:54 3.9.2025

საბა სხვიტარიძე მასზე ცემისა და ძალადობის ეპიზოდს იხსენებს:

„მემუქრებოდნენ გაუპატიურებით..ამიყვანეს განყოფილებაში მომთხოვეს მეღიარებინა პოლიციელზე ძალადობა, თუ არ ვაღიარებდი მემუქრებოდნენ გაუპატიურებით და ცემით....

დაუძახეს სპეცეკიპირებაში ჩაცმულ ოთხ ნიღბიანს მიხედეთო, ამის შემდეგ დაიწყო ცემა მირტყამდნენ იქამდე თავში და გვერდებში სანამ არ წავიქეცი და გონება არ დავკარგე, გაგრძელდა ჩემი ცემა...

შემოდიან გამომძიებლები.. „ცემისგან გული ამერია".

ამის შემდეგ სხვა სართულზე აიყვანეს და იქაც ფიზიკურად გაუსწორდნენ:

„შეუძლოდ ვგრძნობდი თავს, რაზეც მივიღე ირონიული დამოკიდებულება", - ამბობს ის, მან ადვოკატი მოითხოვა უარი მიიღო, ისევ დაუძახეს ორ ნიღბიანს.

„სამი პოლიციელი მაკავებდა, ორი ნიღბიანი მირტყამდა ფეხებით, ჩექმებით.. ორი თვის მანძილზე მიჭირდა მოძრაობა და გადაადგილება, ყველაზე ცინიკური ისაა, რომ ჩემს ცემაში მონაწილეები აქ აძლევენ ჩვენებას, მაგალითად მიხეილ სუჯაშვილი, სალომე ედიშერაშვილი".




10:50 3.9.2025

„მოწმეები ტყუიან როცა ამბობენ, რომ მე პოლიციელებზე ვიძალადე, რადგან პროკურატურაც თავად ამბობს, რომ მე პოლიციელზე არ მიძალადია“, - ამბობს საბა სხვიტარიძე. ის გულისხმობს პროკურატურის გადაწყვეტილებას მუხლის გადაკვალიფიიცრებაზე.

მისივე განცხადებით, პოლიციელები ქორთიარტ მარიოტთან პროვოკაციისთვის მივიდნენ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG