Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგი დიასამიძის სასამართლო - ლაივბლოგი (12/09/2025)

კახა კალაძის საარჩევნო პლაკატის დაზიანებისთვის დაკავებული მეგი დიასამიძისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვენ - ეს სასამართლოს სხდომის დაწყებამდე გახდა ცნობილი. 23 წლის, ახალგაზრდა ქალის ბრალი სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით წაუყენეს - მას ჯარიმა, შინაპატიმრობა ან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

14:43 12.9.2025

13:39 - ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ მეგი დიასამიძის დაკავების დროს დაირღვა მისი უფლებები: არ ჰქონდათ არც მას და არც მის ადვოკატებს ინფორმაცია, რას ედავებოდნენ.

„არ მიეცა ადვოკატის მომსახურების უფლება. მობილური ტელეფონი წაგლიჯეს დაკავებამდე. რეგულარული თხოვნის მიუხედავად, არ მიეცა ოჯახთან ან ადვოკატთან დაკავშრების შესაძლებლობა. 9 საათი ვეძებდით მას, შსს არ გვაძლევდა მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას.

მისი ოჯახი ფიქრობდა, რომ ის შეიძლება ყოფილიყო შსს-ის რომელიმე ჯურღმულში და გამხდარიყო ისეთივე ძალადობის მსხვერპლი, როგორ სხვა ადამიანები.

ის 9 საათი ჩამოჰყავდათ ლანჩხუთიდან თბილისში. მოძრავ ავტომობილში ეკეთა ბორკილები. მე მკეთებია ბორკილები, ის გზაში, მოძრაობის დროს უფრო და უფრო უჭერს ხელს“, - თქვა შოთა თუთბერიძემ.

14:41 12.9.2025

13:38 - მოსამართლეს ერთ-ერთი ადვოკატი (მარიამ ჯიქია) ეუბნება, რომ მისი ხმა არ ისმის. ამაზე მოსამართლე პასუხობს - „ხომ არ ვიყვირებ?!"

ამ რეპლიკის მიუხედავად, მან ხმის ტონს აუწია. მისი სიტყვები და წინადადებები სრულად ისმის.

14:39 12.9.2025

12:37 - მოსამართლე ბრალდებულთან კომუნიკაციის დროს უფრო ხმამაღლა საუბრობს. მისი ნათქვამი ახლა უფრო მკაფიო და გასაგებია.

14:39 12.9.2025

13:37 - მოსამართლე კურტანიძე იწყებს ბრალდებულის სტატუსით დარბაზში მყოფი დიასამიძის გამოკითხვას.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG