15:06 - მოსამართლე კურტანიძე ცდილობს გაარკვიოს დაკავების ოქმში ასახული ინფომრაცია:
დააკავეს 19:23 საათზე, სამ საათში 21:35 საათზე დაადასატურა ლანჩხუთის პოლიციამ.
„ოქმი გადაეცა ბრალდებულს“, - თქვა მოსამართლემ, რაზეც ადვოკატმა თუთბერიძემ თქვა, „შეგვიძლია ჩავატაროთ ექსპერიმენტი, მოვძებნოთ სად არის“.
„ახლა მაგას რას იპოვის“ - თქვა მოსამართლემ.
აგრძლეებს ის, „დაკავების შესახებ დას აცნობეს 22:03 საათზე. კანონი 3 საათს ადგენს. 3 საათში არის დაკავებული“.
15:03 - მას შემდეგ, რაც პროკურორმა რამდენჯერმე სცადა გვერდის ავლა ადვოკატის ნათქვამზე, რომ ხელბორკილებმა დიასამიძე დააზიანა, მოსამართლემ ტონს აუწია და პროკურორს ჰკითხა: გეკითხებიან, „ბორკილები ედო თუ არ ედოო“?
მოსამართლემ ეს საკითხი ადვოკატთან დააზუსტა. მეგი დიასამიძეს ბორკილები, რომელიც ყოველი მოძრაობის დროს უფრო მეტად უჭერდა მაჯაზე, ლანჩხუთიდან თბილისამდე ეკეთა.
14:48 - პროკურორი ნინო ჟვანია ამბობს, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს, რომ დაკავებამდე მეგი დიასამიძე აპირებდა მიმალვას. მისი თქმით, დაკავება ჩატარდა კანონის დაცვით:
„მითითება, რომ ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს, არაა სიმართლე... საქმე აღძრული იყო სისხლის სამართლის წესით.... არანაირი საფუძველი და მტკიცებულება არ არსებობს, რომ ბრალდბეულის რაიმე უფლება დაირღვა.
მისი დაკავება განხორციელდა კანონის სრული დაცვით. არ უნდა იყოს მისი პოზიცია გაზიარებული“.
14:43 „ოჯახში მივდიოდი ლანჩხუთში. მიკროავტობუსი გააჩერა პატრულმა. პოლიციელი მძღოლს ელაპარაკებოდა, მაგრამ თვალებში მე მიყურებდა და იღიმოდა...
შემდეგ დამაკავეს, ორი ქალი პოლიციელი მოიყვანეს, არ მოიწყინოო. ორი საათის განმავლობაში ვიყავი ისეთ ადგილზე, სადაც... ორი საათის მერე გამომძებელი მოვიდა - არ მითხრა, რატომ ვიყავი დაკავებული. მუხლები ახსენა, 173-ე და 166-ე მუხლები ახსენა“, - თქვა მეგი დიასამიძემ.
ამ დროს ერთვება მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე. მისი თქმით, ეს ის მუხლებია, რითაც აკავებენ ხოლმე ადმინისტრაციული წესით დემონსტრანტებს. ადვოკატი ამბობს, რომ ამ დროს დიასამიძის დაკავების შესახებ უკვე გავრცელებული ჰქონდა შსს-ს.
14:46 - „ბევრჯერ ვითხოვე ბორკილების მოშება, ჰიპერაქტიური ვარ. ამაზე მითხრეს, რომ არ იმოძრაოო...
მტკიოდა, მაგიტომ ვეუბნებოდი, რომ მოეშვათ ოდნავ“ - თქვა მეგი დიასამიძემ.
ფორუმი