15:03 - მას შემდეგ, რაც პროკურორმა რამდენჯერმე სცადა გვერდის ავლა ადვოკატის ნათქვამზე, რომ ხელბორკილებმა დიასამიძე დააზიანა, მოსამართლემ ტონს აუწია და პროკურორს ჰკითხა: გეკითხებიან, „ბორკილები ედო თუ არ ედოო“?
მოსამართლემ ეს საკითხი ადვოკატთან დააზუსტა. მეგი დიასამიძეს ბორკილები, რომელიც ყოველი მოძრაობის დროს უფრო მეტად უჭერდა მაჯაზე, ლანჩხუთიდან თბილისამდე ეკეთა.
15:06 - მოსამართლე კურტანიძე ცდილობს გაარკვიოს დაკავების ოქმში ასახული ინფომრაცია:
დააკავეს 19:23 საათზე, სამ საათში 21:35 საათზე დაადასატურა ლანჩხუთის პოლიციამ.
„ოქმი გადაეცა ბრალდებულს“, - თქვა მოსამართლემ, რაზეც ადვოკატმა თუთბერიძემ თქვა, „შეგვიძლია ჩავატაროთ ექსპერიმენტი, მოვძებნოთ სად არის“.
„ახლა მაგას რას იპოვის“ - თქვა მოსამართლემ.
აგრძლეებს ის, „დაკავების შესახებ დას აცნობეს 22:03 საათზე. კანონი 3 საათს ადგენს. 3 საათში არის დაკავებული“.
15:17 პროკურორი ნინო ჟვანია იწყებს შუამდგომლობის წაკითხვას - პროკურატურა ითხოვს 2000-ლარიანი გირაოს შეფარდებას, იმ დათქმით, რომ ის გათავისუფლდეს მისი გადახდის შემდეგ.
ბრალდების მიხედვით, ბრალდებულმა დააზიანა შავი საღებავით ორი ბანერი და ამით დადგა „მნიშვნელოვანი ზიანი“, რომლის ღირებულება 380 ლარია.
საქმეს თან ერთვის სასაქონლო ღირებულების ამსახველი დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ 190 ლარია თითოეულის ღირებულება.
გარდა ამისა, საქმეს ერთვის ვიდეოკადრები, რომელშიც, პროკუორის თქმით, ჩანს, როგორ აზიანებს ნინო ჟვანია საარჩევნო პლაკატებს.
პროკურორის თქმით, აღლკვეთის ღონისძების გამოყენება აუცილებელია:
„როცა ბრალდებული არ ერიდება საჯარო ადგილზე დანაშაულის ჩადენას, ის მზად არის კვლავ მსგავსი რამის ჩადენისთვის“.
მან დასძინა, რომ „შეკრებებთან დაკავშირებით მართლსაწინააღმდეგო ქმედებებშია“ შემჩნეული, რამდენჯერმე დააჯარიმს ადმინისტრაციული კოდექსით:
„ის მიდრეკილია მსგავსი დანაშაულების ჩადენისკენ...“
პროკურორი ამბობს, რომ საპატიმრო გირაოს შემთხვევაში უნდა მიეცეს 20 დღე.
15:25 - ადვოკატი აიჰან გასანოვი ამბობს, რომ „რაიმე სახის გარემოება არ არსებობს, რომლითაც გამოიკვეთება მსგავსი სისხლის სამრთლებრივი კვალიფიკაცია“.
ის იხსენებს, რომ წარწერა, რომელიც პლაკატზე დატოვეს, რამდენიმე წუთში წაშალეს:
„სად იყო ზიანი?! ბრალდება, რაც წარმოდგენილია, სრულიად აბსურდია“.
მისი თქმით, კონსტიტუციის შეურაცხყოფაა პატიმრობაზე საუბრი, „არ არსებობს რაიმე სახის აღკვეთის ღონისძების გამოყენების რაიმე საჭიროება. ნებისმიერი აღკვეთის ღონისძიება არის ადამიანის თავისუფლების უფლებაში ჩარევა... ჩვენ არ მოგვისმენია, სისხლის სამართლებრივად აღკვეთის ღონისძებით რა სიკეთის მიღწევაზეა საუბარი“.
„ის, რომ ადამიანი თბილისიდან მიდიოდა ბათუმისკენ, ვერ ჩაითვლება მიმალვის საფრთხედ. მაშინ ნახევარი საქართველო საფრთხეს წარმოადგენს...
რაც შეეხება მოწმეებზე ზეწოლას, რა გინდათ თქვათ, რომ „ქართული ოცნების“ წევრებზე ექნება ზეწოლა?!
რაც შეეხება ახალი დანაშაულის საფრთხეს. კარგი რაღაც მიუთითა პროკურატურამ, დემონსტრაციებზე ბანერებზე წარწერა...“ - თქვა ადვოკატმა და დასძინა, რომ საარჩევნო ბანერებზე წარწერა წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება ჩაითვალოს გამოხატვის თავისუფლებად.
ფორუმი