"როგორც სხვა ყველა მიმართულებით, ასევე კინოლოგიური სამსახურის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სხვადასხვა თანამედროვე და უახლესი მეთოდების გამოყენება. შს სამინისტროში არსებული ძაღლების გარკვეული ნაწილი ასაკშია, მიუხედავად იმისა რომ ისინი დღეისთვის ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, აღნიშნულ ძაღლებს უჭირთ არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ძაღლების მიერ ახალი მეთოდების ათვისების უნარიც.
ნარკომოვაჭრეები პერიოდულად ცვლიან პრაქტიკას და ეძებენ ახალ გზას, შესაბამისად აუცილებელია შს სამინისტროს თანამშრომლები ფლობდნენ შესაბამის ცოდნას, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ არამარტო მოახდინონ რეაგირება ნარკომოვაჭრეების ქმედებებზე, არამედ მზად იყვნენ მომავალი გამოწვევების წინააღმდეგ საბრძოლველად", - ასე ასაბუთებს შსს შესყიდვის აუცილებლობას.
ფორუმი