Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მზადდება მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრებთან", ახსარ ჯიოევსა და ოლეგ ბარციცთან.

16 სექტემბერს ჯიოევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევს აცნობა, რომ 1 ოქტომბერს იგეგმება მისი შეხვედრა რუს და აფხაზ კოლეგებთან. ჯიოევმა შეხვედრის ადგილად დაასახელა ქალაქი სოჭი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ დაუდასტურა, რომ შეხვედრა მზადდება.

2024 წლის ოქტომბერში ლავროვი მოსკოვში შეხვდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ჯიოევს და ოკუპირებული აფხაზეთის მაშინდელ, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბას. 2025 წლის ივნისში ლავროვმა მოსკოვში მიიღო შამბას შემცვლელი ოლეგ ბარციცი.

რუსეთმა საქართველოს ორი ტერიტორია, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცნო.

ფინანსურად მოსკოვზე დამოკიდებული ეს ე.წ. დამოუკიდებელი რესპუბლიკები, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, რუსეთს სტრატეგიულ მოკავშირედ და უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად მიიჩნევენ.



ფორუმი

XS
SM
MD
LG