Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ანტონ ჩეჩინის, ანასტასია ზინოვკინასა და არტიომ გრიბულის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა


აქცია ნარკოდანაშაულის ბრალდების დაკავებული რუსი დემონსტრანტების მხარდასაჭერად
აქცია ნარკოდანაშაულის ბრალდების დაკავებული რუსი დემონსტრანტების მხარდასაჭერად

დღეს საღამოს, 18 სექტემბერს თბილისში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმდებარედ გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც მოითხოვეს, გათავისუფლდეს ანტონ ჩეჩინი - რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისში 2024 წლის საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობის შემდეგ დააკავეს.

დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს რუსეთის კიდევ ორი მოქალაქის, აქციების მონაწილე ცოლ-ქმრის, ანასტასია ზინოვკინასა და არტიომ გრიბულის გათავისუფლება.

„არა ხალხზე ნადირობას, არა პოლიტპატიმრობას“, „თავისუფლებისთვის“, „გაიმარჯვოს საქართველომ, იზეიმოს სამართალზე“, - დემონსტრანტებმა აქციაზე მიიტანეს ბანერები სხვადასხვა წარწერით.

აქცია ანტონ ჩეჩინის მხარდასაჭერად
აქცია ანტონ ჩეჩინის მხარდასაჭერად

დემონსტრაციაზე იმყოფებოდა ანტონ ჩეჩინის მეუღლე, მანანა სამხარაძე.

ასევე, აქტივისტები და 2024 წლის აქციებისას დაპატიმრებული დემონსტრანტების ოჯახის წევრები.

აქცია ჩატარდა უზენაესი სასამართლოს მიმდებარედ.

დემონსტრანტების თანახმად, სწორედ აქ მდებარეობს ოფისი, სადაც მუშაობს თარჯიმანი, რომელსაც ჩეჩინი „ცრუმოწმეობაში“ ადანაშაულებს.

  • ანტონ ჩეჩინს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „ნარკოდანაშაულის“ ბრალდებით;
  • ჩეჩინი აცხადებს, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს. მისი თქმითვე, „ნეიტრალურ მოწმედ“ საქმეში ჩართული თარჯიმანი საერთოდ არ შესწრებიან „ნარკოტიკების პოვნის“ ეპიზოდს, თუმცა საქმეში ფიგურირებს, როგორც „ნეიტრალური მოწმე“.
  • სხვა საქმეებში, სადაც „ნეიტრალური მოწმეები“ არ ფიგურირებენ, სასამართლომ დაკავებული დემონსტრანტები - გიორგი ახობაძე, თედო აბრამოვი და ნიკა კაცია - უდანაშაულოდ ცნო.


ფორუმი

XS
SM
MD
LG