Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი თურქ კოლეგას 25 სექტემბერს შეხვდება


ფოტო არქივიდან (2019 წლის ნოემბერი): რეჯეპ ტაიპ ერდოანი და დონალდ ტრამპი
ფოტო არქივიდან (2019 წლის ნოემბერი): რეჯეპ ტაიპ ერდოანი და დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოანს 25 სექტემბერს თეთრ სახლში უმასპინძლებს. ამის შესახებ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა.

„პრეზიდენტთან ერთად ბევრ სავაჭრო და სამხედრო შეთანხმებაზე ვმუშაობთ, მათ შორის Boeing-ის თვითმფრინავების ფართომასშტაბიან შეძენაზე, F-16-ის მასშტაბურ გარიგებაზე და F-35-ის შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. ვიმედოვნებ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG