„ამბობენ, რომ შენობაში ბომბია. მოქალაქეები გაჰყავთ სასამართლოს ეზოდანაც“, - წერს „ფორმულის“ ჟურნალისტი, გიორგი კვიჟინაძე „ფეისბუკში“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდო ასაფეთქებლის არსებობაზე შეტყობინება შევიდა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქმედებს პროტოკოლის მიხედვით“, - აცხადებენ უწყებაში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საჯარო დაწესებულებაში ევაკუაცია ცხადდება სავარაუდო ბომბის არსებობის გამო - მსგავსი შეტყობინების შემდეგ რაიმე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა სუსს არც ერთხელ არ დაუდასტურებია.
განახლება: საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში სასამართლოს ფუნქციონირება განახლდა.
ფორუმი