Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფასოდ ამუშავებდა მტვირთავად და მათხოვრობას აიძულებდა - ტრეფიკინგის ბრალდებით კაცი დააკავეს


საილუსტრაციო ფოტო, 16 სექტემბერი, 2023 წელი - შსს
საილუსტრაციო ფოტო, 16 სექტემბერი, 2023 წელი - შსს

ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს 54 წლის კაცი.

შსს-ს ინფორმციით, ბრალდებული 44 წლის კაცს აიძულებდა, მის კუთვნილ ხილ-ბოსტნის მაღაზიაში მტვირთავად ემუშავა, რის სანაცვლოდაც თანხას არ უხდიდა.

მაღაზიაში მუშაობის დასრულების შემდეგ კი თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე შუქნიშანზე გაჩერებული ავტომობილების მძღოლებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ამ გზით გამომუშავებულ თანხას ბრალდებული ითვისებდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG