ამერიკელ და იაპონელ მეცნიერებს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პრემია გადაეცათ იმუნოლოგიის სფეროში ჩატარებული კვლევების შედეგად პერიფერიულ იმუნურ ტოლერანტობასთან დაკავშირებული აღმოჩენების გამო. მათ საფუძველზე შემუშავებულია მკურნალობის პოტენციური მეთოდები, რომლებიც კლინიკური გამოცდის ეტაპზეა.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ აღმოჩენა ხელს შეუწყობს ავტოიმუნური დაავადებებისგან განკურნებას და კიბოს უფრო ეფექტიანად მკურნალობას.
სხვადასხვა დარგში ნობელის 2025 წლის პრემიით დაჯილდოება 6 ოქტომბერს დაიწყო და 13 ოქტომბერს დასრულდება.
ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის და ლიტერატურის დარგებში და მშვიდობის დამყარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
1969 წლიდან შვედეთის ბანკის ინიციატივით დაარსდა ნობელის სახელობის პრემია ეკონომიკაში.
მშვიდობის გარდა, ნობელის ყველა პრემია შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გაიცემა, ხოლო მშვიდობის პრემია - ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში.
ფორუმი